პოლიცია, აშშ, მექანიკური გადაცემათა კოლოფი, მაზდა, მაზდა არიქს-7
Aa
Aa

პოლიციელმა Mazda RX-7-ის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისას თავი შეირცხვინა...

ნიუ-იორკის პოლიციამ დატუნინგებული Mazda RX-7-ის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა სცადა, თუმცა სპეცოპერაცია კრახით დასრულდა — როგორც აღმოჩნდა, პოლიციის ოფიცერმა მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან „ურთიერთობა“ ვერ მოახერხა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჯდება სამართალდამცველი როტორულძრავიან JDM-ლეგენდაში და ამაოდ ცდილობს ავტომობილის ადგილიდან დაძვრას.

View this post on Instagram

A post shared by HYPEWHIP (@hypewhip)

გარედან მიცემული მითითებებისა და „ინსტრუქტაჟის“ შემდეგ, ოფიცერმა მანქანა ოდნავ კი დაძრა, თუმცა რამდენიმე მეტრში ძრავი კვლავ ჩაუქრა.

მართალია, მექანიკურმა გადაცემათა კოლოფმა ავტომობილის ჩამორთმევა საბოლოოდ ვერ აღკვეთა, თუმცა ჩვეულებრივი პროცედურა უხერხულ, საჯარო გაკვეთილად აქცია.

ავტოენთუზიასტებისთვის ეს კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ მესამე სატერფული თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ იშვიათობა, არამედ ქურდობისგან დამცავი უნებლიე „სიგნალიზაციაცაა“.

როგორ ფიქრობთ, უნდა იცოდეს მექანიკის მართვა ყველა პოლიციელმა?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები