Waymo-ს რობოტაქსმა ნასვამი არასრულწლოვნები მანქანაში „გამოკეტა“
აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, Waymo-ს ავტონომიური მართვის რობოტაქსი უჩვეულო ინციდენტში გაეხვა. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, რობოტაქსით მგზავრობისას ორი 15 წლის მოზარდი ალკოჰოლს მოიხმარდა და ავტომობილიდან სპეციალური სათამაშო იარაღით წყლის ბურთულებს ისროდა.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
ავტომობილის სალონში ვითარებას დისტანციურად აკვირდებოდნენ Waymo-ს ოპერატორები, რომელთაც ერთ-ერთი არასრულწლოვანი მგზავრის ხელში უჩვეულო, შავი ფერის ნივთი შენიშნეს. ოპერატორებმა ჩათვალეს, რომ აღნიშნული ნივთი შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო და შესაბამისი ზომების მიღებაც გადაწყვიტეს. ამის შემდეგ კომპანია სამართალდამცველებს დაუკავშირდა, ხოლო რობოტაქსი ახლომდებარე უსაფრთხო ავტოსადგომზე გააჩერა.
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ავტომობილში შავად შეღებილი წყლის ბურთულების სასროლი იარაღი და ბოთლები აღმოაჩინეს, რომლებშიც ნარინჯისფერი წყლის ბურთულები ინახებოდა. მიუხედავად სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა, რომ რობოტაქსიში მოზარდები ჩაკეტილები იყვნენ, თავად სამართალდამცველები ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პირებს მანქანის დატოვება სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეეძლოთ.

Waymo-ს ოპერატორებმა, რომლებიც ავტომობილის სალონს დისტანციურად აკვირდებოდნენ, შენიშნეს, რომ ერთ-ერთ მგზავრს ხელში შავი ფერის ნივთი ეჭირა, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ამის შემდეგ კომპანიამ სამართალდამცავებს დაუკავშირდა და რობოტაქსი ახლომდებარე ავტოსადგომზე გააჩერა. პოლიციას არც მოზარდები დაუკავებია — ისინი უბრალოდ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მიიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევა ერთი შეხედვით შეიძლება ყველა მხარისთვის უვნებლად დასრულდა, ფაქტია, რომ მაინც ბევრ რამეზე გვაფიქრებს. თუნდაც ის, რომ კიდევ დავინახეთ, ავტონომიური ტაქსი მხოლოდ გადაადგილების საშუალება აღარ არის — ის რეალურ დროში შეისწავლის ავტომობილში მიმდინარე მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებსაც ატყობინებს. თუმცა ამავდროულად, მომხდარი ინციდენტი საზოგადოებაში დისკუსიის თემადაც იქცა.

მართლაც, რამდენად გამართლებულია, რომ რობოტაქსის ოპერატორები საკუთარ მგზავრებს რეალურ დროში აკვირდებოდნენ და მათი ქცევის შესახებ სამართალდამცველებს ატყობინებდნენ? თუ კომპანიის ჩარევა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, მაგალითად, საავარიო ინციდენტის ან აშკარა საფრთხის არსებობისას უნდა იყოს დასაშვები?