ობამეიანგი „ლა ლიგაში“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ავტოკოლექციით ბრუნდება
პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ლა ლიგის“ 2026-2027 წლების სეზონში „დეპორტივო ლა კორუნიას“ მთავარი ვარსკვლავი იქნება. 37 წლის თავდამსხმელი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ კლუბს გაუძღვება და „ელჩეს“ წინააღმდეგ ახალ კლუბში თავისი პირველი გოლის გატანაც უკვე მოახერხა.
თუმცა ობამეიანგი მხოლოდ საფეხბურთო მიღწევებით არაა ცნობილი. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს ყურადღებას ფეხბურთელის სუპერ ექსკლუზიური ავტოკოლექცია იპყრობს, რომლითაც ის კვლავ ესპანეთში გადაცხოვრდება. ობამეიანგის ავტოფარეხში ჩვენთვის არაერთი საინტერესო მოდელი ინახება — მათ შორის, უიშვიათესი თუ ცნობილი ტუნერების მიერ მოდიფიცირებული ავტომობილები.

ალბათ, ყველაზე საინტერესო მაინც ფეხბურთელის Ferrari Purosangue Mansory Pugnator-ია. თუმცა მისი სრულად განსხვავებული ვერსია, რომელზეც მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა Mansory-მ იმუშავა. შედეგად კი, ექსკლუზიური ვერსია მივიღეთ — კარბონისგან დამზადებული ძარის დეტალებით, ახალი ბამპერითა და კაპოტით, დიფუზორითა და უკანა სპოილერით. ეს ვერსია 22-დუიმიან დისკებზე და კაშკაშა წითელ ფერშია შეღებილი.
ამ მოდელზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს მისი ძრავაც, V12, რომლის სიმძლავრეც მოდიფიცირებულ ვერსიაში 755 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. Mansory-მ ეს ვერსია სულ რაღაც შვიდ ეგზემპლარად დაამზადა, ღირებულება კი დაახლოებით 1 მილიონი ევროა.

თუმცა ეს ფეხბურთელისთვის პირველი ექსკლუზიური ავტომობილი არაა. წლების წინ ობამეიანგი Ferrari-სა და Lamborghini-ს მოდელებითაც გამოჩნდა. ეს მოდელებიც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტუნერის, Yiannimize-ის მიერ სპეციალური შეკვეთით იყო მოდიფიცირებული.
Yiannimize-ის მიერ მოდიფიცირებული Ferrari-ებისა და Lamborghini-ების ერთ ნაწილს ვერცხლისფერი კორპუსი და ცისარტყელას ფერების აქცენტები ჰქონდა, მეორე კი რადიკალურ ოქროსფერში იყო შესრულებული. მათ შორისაა ოქროსფერი Lamborghini Aventador Roadster-ი და Urus-იც, რომლებიც ასევე Yiannimize-ის ნამუშევარია.

არ უნდა გამოგვრჩეს LaFerrari-ც. ეს მოდელი თავდაპირველად წითელ ფერში იყო შეღებილი, თუმცა მოგვიანებით Psychedelic Chrome-ის სტილში გადაკეთდა. იმ პერიოდში მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ევროს აღწევდა, რაც სუპერქარს ობამეიანგის კოლექციის ყველაზე გამორჩეულ ეგზემპლარად აქცევდა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ობამეიანგს ასევე უკავშირებენ Ferrari 812 Superfast-ს, Ferrari 458-ის რამდენიმე ვერსიას, Ferrari F12 Novitec N-Largo-ს, Lamborghini Aventador-ს, Huracán-სა და ორ Urus-ს, ასევე Porsche Panamera Turbo-ს, Range Rover Sport Mansory-ს, Audi R8 V10-ს, Aston Martin DB9-სა და Bentley Bentayga-ს. ერთ-ერთი შეფასებით, მისი კოლექცია 15-მდე ავტომობილს აერთიანებდა, რომელთა საერთო ღირებულება €5 მილიონს აღემატებოდა.