ტოიოტა ლენდ კრუიზერი, ლენდ კრუიზერი, მონტერეის ავტოკვირეული
Aa
Aa

7 544 კმ 29 წელში | ასეთი Land Cruiser-ის პოვნა დღეს იშვიათობაა

მხოლოდ იმ ფაქტითაც, რომ Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი, Luce, რეკორდულ 40 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი მონტერეის ავტოკვირეული ისტორიაში უკვე შევიდა. თუმცა Luce-ც რომ უკან გადავდოთ, წლევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ არაერთი იშვიათი სუპერქარი თუ უბრალოდ საინტერესო მოდელი ვიხილეთ, რომელთა შორისაც ეს 1997 წლის Toyota ერთ-ერთია.

საუბარი გვაქვს 1997 წლის Land Cruiser-ზე, რთული რელიეფისთვის შექმნილ ავტომობილზე, რომელსაც წელიწადში საშუალოდ სულ რაღაც 274 კილომეტრი თუ აქვს დაფარული. ეს 1997 წლის Land Cruiser შესაძლოა McLaren F1-ის მსგავსად ყურადღებას არ იპყრობდეს, თუმცა ათწლეულების შემდეგაც, მისი მდგომარეობა მართლაც შთამბეჭდავია.

ყველაზე საინტერესო სწორედ ის რიცხვია, რომელიც ამ ავტომობილის ოდომეტრზეა აღნიშნული. არ გეჩვენებათ, 1997 წლის მოდელს დღემდე მხოლოდ 7 544 კილომეტრი აქვს დაფარული, რაც ნიშნავს, რომ შოურუმის დატოვებიდან მონტერეის ავტოკვირეულზე გამოჩენამდე, ის დღეში საშუალოდ სულ რაღაც 274 კილომეტრს თუ გადიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ Land Cruiser-ებს ხშირად ყოველდღიურ ავტომობილებად და შორეულ მოგზაურობებში იყენებენ, ასეთი მცირე გარბენის მქონე ეგზემპლარის პოვნა საკმაოდ იშვიათია.

თანაც, ცოტა მოდელი თუა ისეთი, რომელმაც ათწლეულების შემდეგაც კი, აქტუალობა ისე შეინარჩუნა, როგორც Toyota Land Cruiser-მა. დღემდე, ამ მოდელზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ Toyota გარკვეულ ბაზრებზე 70 Series-ის ვერსიებს კვლავ უშვებს. ეს კონკრეტული თაობა კი Toyota-ს ლეგენდარული 1FZ-FE-ს, 4.5-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 212 ცხენის ძალასა და 373 ნიუტონ-მეტრ მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს. სიმძლავრე კი 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ოთხივე ბორბალს გადაეცემა.

არანაკლებ შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ავტომობილი თითქმის სრულად ქარხნულ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. წლების გასვლის მიუხედავად, Toyota-ს არანაირი მოდიფიკაცია არ აქვს ჩატარებული, მათ შორის: შენარჩუნებულია ქარხნული Super White ფერი, წინა და უკანა ნაწილზე ოქროსფერი ემბლემები და ქარხნული 16-დუიმიანი ვერცხლისფერი ალუმინის დისკებიც კი.

აუქციონი კვლავ გრძელდება. ხოლო თუ მსგავსად შემონახული Land Cruiser-ის ყიდვით ხართ დაინტერესებული, აუქციონის შესახებ სრული ინფორმაცია Mecum-ის განცხადებაშია ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები