აშშ, ჩხუბი, ფლორიდა, ეს იუ ვი, ველოსიპედი
Aa
Aa

SUV-ის მძღოლის აგრესიული მანევრი ველოსიპედისტებთან ჩხუბში გადაიზარდა

ფლორიდის შტატში საგზაო ინციდენტი მძიმე დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ და მკვეთრად შეუხვია SUV-ის მძღოლმა გზაზე მოძრავი ველოსიპედისტების ჯგუფის მიმართულებით, რასაც კონფლიქტი და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა.

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც გზაზე მოძრავ ველოსიპედისტების ჯგუფს შავი ფერის SUV-ი მიუახლოვდა. ვიდეოკადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ ავტომობილის მძღოლმა მანევრირება სპეციალურად ველოსიპედისტებისკენ განახორციელა, რამაც მათთვის პირდაპირი საფრთხე შექმნა.

ინციდენტის შემდეგ ველოსიპედისტებმა ავტომობილს გზა გადაუჭრეს და მძღოლთან შელაპარაკება დაიწყეს. ვითარება მომენტალურად დაიძაბა — სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კონფლიქტის დროს გაისმა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმაც.

ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, გასროლა ავტომობილის მძღოლმა განახორციელა თუ ველოსიპედისტებიდან ერთ-ერთმა, თუმცა შემთხვევის ადგილზე საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და ინციდენტში მონაწილე ყველა მხარე გამოკითხეს. თუმცა, ადგილობრივ საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პოლიცია ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის ეკუთვნოდა იარაღი და კონკრეტულად ვინ გაისროლა.

სამართალდამცავების განცხადებით, გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს ვიდეოჩანაწერების დეტალური ანალიზი და დაკავებების ან ბრალის წაყენების შესახებ გადაწყვეტილება საქმის გარემოებების სრული შესწავლის შემდეგ მიიღება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები