ავტოსპორტი, ფორმულა 1, კარტინგი, ლანდო ნორისი
Aa
Aa

ლანდო ნორისმა ახალგაზრდა მრბოლელების მხარდასაჭერად საკუთარი გუნდი დააარსა

Formula 1-ის ვარსკვლავმა და McLaren-ის პილოტმა, ლანდო ნორისმა, ავტოსპორტის სამყაროში ახალი ნაბიჯი გადადგა და LN Racing Team-ის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ნორისი, რომელმაც თავისი კარიერა კარტინგიდან დაიწყო და უამრავი ტიტული მოიპოვა, ახლა ახალგაზრდა, ნიჭიერი მრბოლელების აღზრდასა და მხარდაჭერას გეგმავს.

ასევე იხილეთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა

ახალგაზრდული გუნდი იტალიურ გიგანტ OTK Kart Group-თან (FA Kart-ის მწარმოებელი) თანამშრომლობით შეიქმნა. 2014 წელს ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა CIK-FIA მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სწორედ ამ ბრენდის კარტინგით მოიპოვა. კარტინგის შასი გაფორმებულია ნორისის საფირმო, ელექტრო-ნეონის ყვითელი და ლურჯი ფერებით.

გუნდის მიზანი ახალგაზრდა პილოტების აღმოჩენა, მათთვის სწორი განვითარების პლატფორმის შექმნა და საავტომობილო სპორტის მწვერვალებისკენ (F4, F3, F2 და F1) გზის გაკაფვა იქნება.

„კარტინგი ჩემი ვნების დასაწყისი იყო. იქ ვისწავლე ყველაფერი, რაც დღეს ვიცი. წლები ვოცნებობდი საკუთარი გუნდის შექმნაზე, რათა მომავალი თაობისთვის იგივე შესაძლებლობები მიმეცა, რაც მე მქონდა. OTK-სთან ერთად ამ პროექტის დაწყება ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.",  — განაცხადა ლანდომ.

ნორისი უერთდება იმ F1-ის პილოტების სიას (ფერნანდო ალონსოსა და შარლ ლეკლერს), რომლებმაც ავტოსპორტის საწყის ეტაპზე — კარტინგში — საკუთარი ბრენდები და გუნდები ჩამოაყალიბეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები