ბიემვი, ბეემვე, ბიემვი იქს5, ნოიე კლასე, ბეემვე იქს 5, ემ პერფორმანსი
Aa
Aa

BMW-მ ახალი X5-ის M Performance კომპლექტაცია წარადგინა — ფოტოები

ახალი, მეხუთე თაობის BMW X5-ისა და მისი სრულად ელექტრო ვერსიის, iX5-ის დებიუტის შემდეგ, ბავარიულმა ბრენდმა ოფიციალური აქსესუარებისა და M Performance-ის ქარხნული ტიუნინგ-პაკეტიც წარადგინა. ახალი კატალოგი სრულად არის ორიენტირებული ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის აგრესიული, სპორტული ვიზუალის ხაზგასმაზე.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

ავტომობილის წინა ნაწილში ყურადღებას იპყრობს ნახშირბადის ბოჭკოს სამნაწილიანი სპლიტერი და ცხაურას ნახშირბადის ბოჭკოს განათებული ჩანართები. გვერდით პროფილს ამშვენებს Frozen Black სტილის დეკორატიული ზოლები და (კვლავ) ნახშირბადის ბოჭკოს ზღურბლები. საინტერესოა, რომ უკანა ხედვის სარკეების კორპუსები და უკანა დიფუზორი არამიდისგანაა დამზადებული — ბოჭკოვანი კომპოზიტისგან, რომელიც ვიზუალურად და სიმტკიცით ნახშირბადის იდენტურია, თუმცა ხელს არ უშლის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც უზრუნველყოფს სარკეებში ჩაშენებული სენსორებისა და საბარგულის ანტენების გამართულ მუშაობას.

უკანა ნაწილში ასევე დაემატა პრიალა შავი ფერის სახურავის სპოილერი და გამოსაბოლქვი მილები. დისკების არჩევანი 21-იდან 23 დუიმამდე მერყეობს, საიდანაც ფლაგმანურია 23-დუიმიანი Y-სტილის ორფერიანი ალუმინის დისკები Jet Black დაფარვით. გარდა ამისა, მომავალი V8 ძრავიანი ვერსიებისთვის BMW სპეციალურ M Performance Sound გამონაბოლქვის სისტემასაც ამზადებს.


ვიზუალურ დეტალებთან ერთად, BMW-მ წარმოადგინა პრაქტიკული აქსესუარებიც: ახალი თაობის აეროდინამიკური სახურავის საბარგულები (350, 450 და 550 ლიტრიანი ტევადობით), Travel & Comfort სისტემა სავარძლების საზურგეზე პლანშეტებისა და სმარტფონების სამაგრებით, და ყველა სეზონის რეზინის ხალიჩები. ახალი M Performance ნაწილების შეკვეთა X5-ის გაყიდვების დაწყებასთან ერთად გახდება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები