ელექტრომობილი, ფერარი, ფერარი ლუჩე, ჯეფ ბეზოსი
Aa
Aa

თქვენც გძულთ Ferrari Luce? | ჯეფ ბეზოსს დააბრალეთ

Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი, Luce, გამოჩენის დღიდანვე კრიტიკის ქარ-ცეცხლში იქნა გახვეული. მოდელს ძირითადად მაინც ვიზუალს უწუნებდნენ და ბევრიც ამბობდა, რომ ამ დიზაინის EV იტალიური ავტომწარმოებლის სხვა მოდელებს და ხასიათს საერთოდაც არ უხდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ Luce-ს შექმნის გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა Amazon-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმაც იქონია. Ferrari-ს თავმჯდომარემ, ჯონ ელკანმა, კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2016 წელს ბეზოსმა დაარწმუნა, რომ Ferrari ელექტრომობილების შექმნაზე სერიოზულად უნდა დაფიქრებულიყო.

„მანქანების შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა ინოვაციების გამეგება. ვფიქრობ, ელექტრომობილებზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ“, — უთხრა ბეზოსმა ელკანს დაახლოებით 10 წლის წინ.

ელკანის თქმით, ამ საუბარმა Ferrari-ს ელექტრომობილების მიმართულებით რწმენა კიდევ უფრო გაუმყარა.

თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ წარსულში Ferrari-ს სხვა მოდელებსაც გამოუწვევიათ არაერთგვაროვანი რეაქცია. მაგალითად, ასეთი იყო 1974 წლის Dino 308 GT4, რომლის კუთხოვანი დიზაინი Ferrari-ს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სტილისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, 2012 წელს კი FF-ის shooting brake-ის ტიპის ძარამ დაიმსახურა კრიტიკა.

თუმცა Luce-ს შემთხვევაში მთავარი ცვლილება მხოლოდ დიზაინი არ არის. Ferrari-სთვის ელექტრომობილის შექმნა თავადაც საკმაოდ რადიკალური ნაბიჯია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდის იდენტობა ათწლეულების განმავლობაში შიგაწვის ძრავებთან, განსაკუთრებით კი V8 და V12 აგრეგატებთან იყო დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ დასცინეს სხვადასხვა კომპანიებმა Ferrari Luce-ს?
როგორ დასცინეს სხვადასხვა კომპანიებმა Ferrari Luce-ს?