დიზელი, დეფიციტი, საწვავის დეფიციტი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო
Aa
Aa

დიზელის გლობალური დეფიციტი შესაძლოა 2027 წლამდეც გაგრძელდეს | IEA

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში მიწოდების შეფერხებები დიზელის ბაზარზე ზეწოლას ზრდის. საწვავზე რეკორდულად მაღალი ფასები კი ინფლაციას აძლიერებს და ეკონომიკური ზრდისთვის ხელისშემშლელია.

ასევე იხილეთ: Top-ი: 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი

IEA-ს ვარაუდით, მსგავსი მდგომარეობა, შესაძლოა, 2027 წლის ბოლომდეც შენარჩუნდეს. სააგენტოს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენები საწვავის წარმოებასა და ექსპორტს ამცირებს, რაც ფასების ზრდასა და ეკონომიკურ პრობლემებში აისახება.

საინტერესოა, რომ IEA-ს გაფრთხილება გავრცელდა შეხვედრამდე, რომელზეც სააგენტოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები საგანგებო ნავთობის მარაგებიდან საწვავის გამოშვების მასშტაბსა და ვადებს განიხილავენ. აღნიშნული ინიციატივის მიზანი ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული დაძაბულობის შემცირებაა.

დიზელის მნიშვნელობა კი სატრანსპორტო სექტორის გარდა, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაშიც კრიტიკულია. შესაბამისად, მასზე ფასების მატება საქონლის წარმოებისა და გადაზიდვის ხარჯებს ზრდის, მოსახლეობის რეალურ მსყიდველუნარიანობას კი ამცირებს. რა საკვირველია, ეს აისახება ინფლაციაზეც.

IEA-ს მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან დიზელის ექსპორტის კოლექტიური დანაკარგი სექტემბრის მოცემულობით დღიურად 1.3 მილიონ ბარელს შეადგენდა. ეს კი მიმდინარე წლისთვის სააგენტოს მიერ პროგნოზირებული დიზელისა და გაზოილის გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 4.5%-ია.

მიწოდებაზე ხანგრძლივმა შეფერხებებმა მარაგების შემცირება გამოიწვია. ეს კი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგანაც წლის ამ პერიოდში სტანდარტულად მარაგები იზრდება ხოლმე.

სააგენტო აღნიშნავს, რომ კონფლიქტების მოგვარების გარეშე ნავთობის ბაზრებზე მომდევნო თვეებში შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. ხოლო გადამამუშავებელ ქარხნებში სამუშაო პროცესის აღდგენა დეფიციტს სრულად ვერ აღმოფხვრის. IEA-ს ანგარიშით, 2027 წლის პირველ ნახევარში გაზოილის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსი კვლავ არასტაბილური იქნება, თუმცა ვითარება წლის მეორე ნახევარში თანდათან გაუმჯობესდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    2026 წლის ყველაზე ეკონომიური ავტომობილები | რომელი მოდელები მოიხმარენ ყველაზე ნაკლებ საწვავს?
    2026 წლის ყველაზე ეკონომიური ავტომობილები | რომელი მოდელები მოიხმარენ ყველაზე ნაკლებ საწვავს?