ავარია, სუპერქარი, ავტოსაგზაო შემთხვევა, აშშ, ბუგატი, ბუგატი შირონი
Aa
Aa

ფიქრობთ, რომ ცუდი დღე გქონდათ? — ეგ Bugatti-ს ამ მძღოლს უთხარით...

თავის დროზე, ლეგენდარული Bugatti Chiron-ი მთელ მსოფლიოში სულ რაღაც 500 ეგზემპლარად ააწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მრავალმილიონიანი ჰიპერქარები ძირითადად კერძო ავტოფარეხებში ინახება, მტვრისგან ფრთხილად იწმინდება და ტრასაზე მინიმალურ დროს ატარებს, ზოგჯერ მათი მფლობელები რისკზე მიდიან. დიდი ალბათობით, ამ შავი Chiron-ის პატრონი ახლა მწარედ ნანობს, რომ მანქანა სახლში არ დატოვა.

ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

ფრანგული ჰიპერქარის ერთ-ერთი ეგზემპლარი მიამის ქუჩებში ავარიაში მოჰყვა, შედეგად კი ისეთ ზიანი მიიღო, რომლის აღდგენასაც კოლოსალური თანხები დასჭირდება...

ინციდენტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მანქანა გზის პირას, ტროტუარზეა შემდგარი. სავარაუდოდ, მძღოლმა სველ ასფალტზე მანქანაზე კონტროლი დაკარგა, მოცურდა და დიდი ხის სიახლოვეს ზუსტად რამდენიმე სანტიმეტრში გაჩერდა. ვიდეოდან რთულია განისაზღვროს ზიანის მასშტაბი, თუმცა თვალში საცემია, რომ უკანა მარჯვენა ბორბალი სრულად არის მოწყვეტილი, რაც დაკიდების მძიმე დაზიანებაზე მიუთითებს. ასევე გატეხილია ბამპერის ქვედა ნაწილი და სპლიტერი... სავარაუდოდ, მძიმედ დაზიანდა მანქანის ძირის დამცავი ფენებიც.

View this post on Instagram

A post shared by ONLY in DADE (@onlyindade)

უნდა გვახსოვდეს, რომ Bugatti-ს მოვლა და შეკეთება ასტრონომიულ თანხებთან არის დაკავშირებული (მაგალითად, მხოლოდ ზეთის შეცვლა ამ სეგმენტის მანქანაზე 20 000–25 000 დოლარი ღირს). გარდა ამისა, კომპანია მკაცრ პოლიტიკას ატარებს — Bugatti არ ყიდის სათადარიგო ნაწილებს ბაზარზე და მფლობელებს ავალდებულებს, რომ მანქანა მხოლოდ სერტიფიცირებულ ცენტრებში შეაკეთონ.

ინციდენტს უკვე გამოეხმაურა ცნობილი ბრიტანელი ავტობლოგერი და იუთუბერი მეტ არმსტრონგი, რომელიც ბოლო დროს სწორედ ავარიული Bugatti Chiron Pur Sport-ის აღდგენით იყო დაკავებული. მან ინსტაგრამის პოსტზე ირონიულად დაწერა: „ფული მზად მაქვს...“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მფლობელს სადაზღვევო პროცედურები გაეწელება, შესაძლოა, დაზიანებული ჰიპერქარი კოლექციონერების ხელში აღმოჩნდეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Bugatti Royale — მეფეების ავტომობილი, რომელიც მეფეებმა ვერ იყიდეს
    Bugatti Royale — მეფეების ავტომობილი, რომელიც მეფეებმა ვერ იყიდეს