იხილეთ უახლესი Ferrari F80, რომელიც ფერებს იცვლის...
იტალიური საავტომობილო გიგანტის, Ferrari-ს უახლესი ფლაგმანური, ტეხასში, დალასში ოფიციალურად ჩავიდა. მოდელმა, რომელიც დიდებულად გამოიყურება, განსაკუთრებული ყურადღება მაინც თავისი ინდივიდუალური შეკვეთით შესრულებული ექსტერიერით მიიქცია.
ასევე იხილეთ: საუკეთესო ავტომობილი ისტორიაში? - Ferrari F40
მიუხედავად იმისა, რომ წითელი ფერი Ferrari-ს ტრადიციაა, ამ კონკრეტულმა F80-მა ფერების თამაშითა და უნიკალური ვიზუალით ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მანქანის ფოტოები ადგილობრივმა ავტოენთუზიასტებმა გაავრცელეს. როგორც ირკვევა, F80-ის ზედაპირი სინათლის კუთხიდან გამომდინარე, ფერს რადიკალურად იცვლის — გარკვეულ განათებაში ის ღრმა, მუქ ლურჯ (თითქმის შავ) შეფერილობას იღებს, ხოლო მზის სხივების ქვეშ კი მკაფიოდ ჩანს მდიდრული მწვანე ტონები.
გლუვი, პრიალა ზედაპირი ამ ფუტურისტულ ჰიპერქარს თხევადი მეტალის ეფექტს აძლევს, რაც მის ისედაც აგრესიულ და აეროდინამიკურ ფორმებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. სილამაზემ არ უნდა დაგვავიწყოს, რა იმალება ამ უნიკალური ექსტერიერის ქვეშ: 3.0-ლიტრიანი, ორმაგი ტურბოთი აღჭურვილი V6 აგრეგატი, რომელიც ელექტრულ ჰიბრიდულ სისტემასთანაა დაკავშირებული. ეს მონსტრი 1200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად სულ რაღაც 2.15 წამი სჭირდება...
View this post on Instagram
Ferrari F80 (როგორც მისი ლეგენდარული წინამორბედები — F40, Enzo და LaFerrari) მკაცრად შეზღუდული ტირაჟით იწარმოება — კომპანია სულ 799 ეგზემპლარს გამოუშვებს. ავტომობილის საბაზრო ფასი დაახლოებით 3.9 მილიონი დოლარიდან იწყება, თუმცა ინდივიდუალური დაკვეთები ამ თანხას კიდევ უფრო ზრდის. შესაბამისად, როდესაც საქმე მილიონდოლარიან ჰიპერქარებს ეხება, მფლობელები სტანდარტული ფერებით დაკმაყოფილებას, ბუნებრივია, არ აპირებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს