ლუკა დონჩიჩი „ლეიკერსის“ ვარჯიშზე ახალი „სათამაშოთი“ გამოჩნდა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სლოვენიელმა მცველმა ვარჯიშზე თავისი უახლესი შენაძენი — $5-მილიონიანი Bugatti W16 Mistral-ი მიიყვანა, რომელიც სამყაროში სულ 99 ეგზემპლარად არსებობს. „ლეიკერსი“ (რომელშიც სანდრო მამუკელაშვილი ირიცხება) პარასკევს სეზონისწინა ბოლო მატჩს „დენვერის“ წინააღმდეგ მართავს, ხოლო რეგულარულ სეზონს 21 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტთან“ შეხვედრით გახსნის.
View this post on Instagram
როგორც ჩანს, ბუგატი სლოვენიელის მდიდრული კოლექციის უახლესი წევრია. 27 წლის ვარსკვლავი თავის ავტომოყვარულობაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა. 2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, მისი ავტოფარეხი 15 ავტომობილს ითვლიდა, რომელთა შორისაც ასევე ვხვდებით — Koenigsegg Regera-ს, Rimac Nevera-ს, Ferrari 812 Superfast-ს, Brabus Rocket 1000-ს, Lamborghini Urus-ს, 1967 Ford Bronco-სა და Zastava 750-ს...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს