სუპერქარი, ელექტრომობილები, პორშე 911, პორშე
Aa
Aa

Porsche ელექტრო სუპერქარს არ გამოუშვებს | „სეგმენტში მოთხოვნა არ არსებობს“

უკვე ვიცით, რომ Porsche უახლეს, შუაძრავიან სუპერქარზე მუშაობს, რომელიც ამ გერმანული ავტომწარმოებლის მოდელების ხაზში 911-ზე უფრო მაღლა დაიკავებს ადგილს. თუმცა მისი სრულად ელექტრო ვერსიის გამოშვება არ განიხილება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მიხაელ ლაიტერსის განცხადებით, ამ სეგმენტში ელექტრომობილებზე მოთხოვნა საკმარისი არაა.

„ამ პლატფორმაზე სრულად ელექტრო ავტომობილის შექმნას არ განვიხილავთ, რადგან სეგმენტში ელექტრომობილებზე საკმარისი მოთხოვნა არაა“, — განაცხადა Porsche-ს ხელმძღვანელმა.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ელექტრიფიკაციას აქტიურად განაგრძობს. Porsche-ს უკვე ჰყავს სრულად ელექტრო Taycan-ი, Macan-ი და Cayenne, ხოლო Boxster-ისა და Cayman-ის ახალი თაობების გამოშვება ასევე ელექტრო აგრეგატებით განიხილება. თუმცა კომპანია მიიჩნევს, რომ სუპერქარების სეგმენტში მომხმარებლებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ და ამ კატეგორიაში შესამჩნევ უპირატესობას კვლავ შიგაწვისძრავიანი ავტომობილები ინარჩუნებენ.

ცნობისთვის, ახალი სუპერქარის საფუძვლად Mission S-ის პლატფორმა იქცევა. მისი კონსტრუქცია სხვადასხვა ტიპის ძალური აგრეგატების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის: შიგაწვის ძრავის, სტანდარტული ჰიბრიდული და დამუხტვადი (plug-in) ჰიბრიდული სისტემების. სრულად ელექტრო კონფიგურაცია კი ამ ეტაპზე განხილვის საგანიც კი არაა.

Porsche-ს საბოლოო ტექნიკური მახასიათებლებიც არ გაუსაჯაროებია. შესაბამისად, არ ვიცით, თუ რომელი ძრავა ან ჰიბრიდული სისტემა იქნება გამოყენებული 911-ზე მაღლა მდგომ მოდელში. თუმცა გერმანულმა კომპანიამ უკვე წარადგინა Mission S-ის კონცეპტი და შეგვიძლია, ვიზუალურად მაინც ვივარაუდოთ, თუ როგორი იქნება ახალი მოდელი.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ Porsche ელექტრომობილების განვითარებაზე უარს ამბობს. საუბარია კონკრეტულ სეგმენტზე, სადაც მწარმოებელი მომხმარებელთა ინტერესებს ანიჭებს პრიორიტეტს. ამასთან, Porsche-ს უკვე ნათქვამი აქვს, რომ 911-ის სრულად ელექტრო ვერსიის გამოშვებასაც არ განიხილავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შუაძრავიანი ჰიპერქარი, რომელიც 911-ზე მაღლა დგას | Porsche Mission Mission S
    შუაძრავიანი ჰიპერქარი, რომელიც 911-ზე მაღლა დგას | Porsche Mission Mission S