საქართველო, რევაზ სოხაძე, საგზაო ინფრასტრუქტურა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Aa
Aa

„წლის ბოლომდე ₾5 მილიარდის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გამოცხადდება“ | რუხაძე

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადებულია 400-ზე მეტი ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ ლარს აღემატება“,- ამის შესახებ რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

სოხაძის თქმით, ამ წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 5 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტების გამოცხადებაა დაგეგმილი, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.

„ამ სამუშაოების შედეგებს მოსახლეობა უკვე მომავალი წლიდან იგრძნობს. მნიშვნელოვანი პროექტები ერთდროულად იწყება როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით“, — განაცხადა სოხაძემ.

მისივე განცხადებით, პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის დამაკავშირებელი გზის პროექტი, სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის კი რამდენიმე მონაკვეთზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები.

„უახლოეს პერიოდში დაიწყება რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პარალელურად, დასკვნით ეტაპზეა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების სატენდერო პროცედურები და გამარჯვებული კომპანიები უახლოეს პერიოდში გამოვლინდება“, — განაცხადა სოხაძემ.

სოხაძემ კახეთის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგარეჯო-ბადიაურის გზა ყველა გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემდეგ გაიხსნება: „ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. გვირჩევნია, გზა ოდნავ გვიან გაიხსნას, მაგრამ იყოს სრულად გამართული, უსაფრთხო და მაღალი სტანდარტის“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    5 საავტომობილო გზის პროექტი, რომლის მშენებლობაც საქართველოში მომდევნო წელს დაიწყება
    5 საავტომობილო გზის პროექტი, რომლის მშენებლობაც საქართველოში მომდევნო წელს დაიწყება