სამუხრუჭე სისტემა, საბურავები, ტექნოლოგიები, პირელი, ციფრული საბურავები, პირელი საიბერ თაიერი
Aa
Aa

Pirelli აღარ ხუმრობს — კიბერ-საბურავების პარამეტრები უბრალოდ შესანიშნავია!

სახელის გამო, Pirelli-ს ჭკვიანი საბურავების — Cyber Tire-ის მიმართ შესაძლოა თავიდან სკეპტიკურად განეწყოთ (რაშიც თანამედროვე ავტოინდუსტრიის სხვა „კიბერ-რაღაცებიც“ გვიწყობს ხელს). თუმცა, რეალობაში ეს ტექნოლოგია ბევრად მაგარი და, როგორც გაირკვა, ნამდვილად რევოლუციურია. გამოცემა evo-ს მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სენსორებით მართულ საბურავებს სტანდარტულ ანალოგებთან შედარებით შესამჩნევად მოკლე სამუხრუჭე მანძილი, უკეთესი მოჭიდება და შთამბეჭდავი მონაცემთა შეგროვების უნარი აქვთ, რაც ავტომწარმოებლებისთვის უსაფრთხოებისა და დინამიკის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

მოკლედ რომ ვთქვათ, თითოეული Cyber Tire-ი შეიცავს Bluetooth სენსორს, რომელიც ზომით Apple AirTag-ზე ოდნავ დიდია და ვარსკვლავის ფორმა აქვს. ის საბურავის შიგნითაა მოთავსებული და უძლებს უზარმაზარ დატვირთვებს, როდესაც ბორბალი ბრუნავს. ღერძებზე დამაგრებული მიმღები მოდული მთელ შეგროვებულ ინფორმაციას ავტომობილის ციფრულ სისტემას გადასცემს. სისტემა აგროვებს მონაცემებს წნევის, ტემპერატურის, საბურავის მოჭიდებისა და ცვეთის შესახებაც კი.

შემდეგ ალგორითმი ამ ყველაფერს რეალურ დროში ამუშავებს და მანქანის ABS და ESP სისტემების მუშაობას ზუსტად არსებულ პირობებს არგებს.

ასევე იხილეთ: LEGO ყველაზე მეტ საბურავს აწარმოებს? - 101 ფაქტი საბურავების შესახებ

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

მილანის შემოგარენში მდებარე სარბოლო ტრეკზე ჩატარებული ტესტების დროს, evo-ს ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ Cyber Tire-ებმა დამუხრუჭების მუშაობა რადიკალურად გააუმჯობესეს, განსაკუთრებით სველ ზედაპირზე. 109 კმ/სთ-დან ნულამდე დამუხრუჭების ტესტში, ამ საბურავებით აღჭურვილმა ავტომობილმა ჩვეულებრივ ანალოგებთან შედარებით ავტომობილი 5.7 მეტრით უფრო ადრე გააჩერა!

ეს ტექნოლოგია ძალზე გამოსადეგია არა მხოლოდ ექსტრემალური დამუხრუჭებისას ან ტრეკზე, არამედ ყოველდღიურ სიტუაციებშიც. სველ ზედაპირზე მოსახვევების გავლისას მძღოლმა შეძლო საჭით მართვა ბევრად უკეთ და ხანგრძლივად შეენარჩუნებინა. მიზეზი მარტივია — მანქანამ ზუსტად იცოდა საბურავის სამუშაო პირობები და შეძლო სამუხრუჭე ძალისა მოჭიდების ისე ოპტიმიზაცია, რომ მძღოლის მანევრისთვის მხარი მაქსიმალურად დაეჭირა.

დღეისათვის Cyber Tire ძირითადად პრემიუმ და ეგზოტიკურ მანქანებზე გვხვდება — როგორიცაა Aston Martin, BMW, McLaren და ისეთი შედევრებიც კი, როგორიცაა Pagani Utopia Roadster-ი. იმედია, მათ მალე ყოველდღიურად გადავეყრებით...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რას აღნიშნავს ახალ საბურავებზე ფერადი ზოლები და სხვა ნიშნები?
    რას აღნიშნავს ახალ საბურავებზე ფერადი ზოლები და სხვა ნიშნები?