ნავთობი, ევროკავშირი, ელექტრომობილები, ირანი, სანავთობო კრიზისი
Aa
Aa

ირანთან ომის დაყწებიდან, ელექტრომობილებმა ევროპის ექვს ქვეყანას ნავთობზე €2 მლრდ დააზოგვინა

ევროპის ბაზარზე ელექტრომობილების რაოდენობის ზრდა ქვეყნებს ნავთობზე ფასების ზრდით მიღებული ხარჯების შემცირებაში ეხმარება. დანიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ ნავთობის იმპორტზე ჯამში 2 მილიარდ ევრომდე დაზოგეს.

ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

ენერგეტიკის კვლევითი ორგანიზაცია Ember-ის ანალიზით, 2026 წლის მარტიდან აგვისტომდე გლობალური მასშტაბით ელექტრომობილების გამოყენებამ ნავთობის მოხმარება დაახლოებით 200 მილიონი ბარელით შეამცირა. ამ მოცულობის ნავთობის ღირებულება კი $20 მილიარდამდე, ანუ 17.82 მილიარდ ევრომდეა.

ყველაზე დიდი დანაზოგი ჩინეთზე მოდის. ქვეყანაში არსებული 44 მილიონ ერთეულამდე ელექტრომობილის წყალობით, ნავთობის შიდა მოხმარებაც შემცირდა და იმპორტირებული ნედლი ნავთობის ღირებულებითაც პეკინმა $14 მილიარდი დაზოგა. ხოლო ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა 2026 წლის მარტიდან აგვისტომდე ნავთობის მოხმარების შემცირებით დამატებით 3.1 მილიარდი აშშ დოლარი დაზოგეს.

ევროპულ ქვეყნებს შორის უმსხვილესი დანაზოგით გერმანია და საფრანგეთი მოდიან. კერძოდ, გერმანიამ დაახლოებით $760 მილიონის, ხოლო საფრანგეთმა $560 მილიონის ღირებულების ნავთობის მოხმარება ჩაანაცვლა. თუმცა ნავთობის მთლიან მოხმარებასთან შეფარდებით საუკეთესო შედეგი დანიას აქვს. 2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების პარკი წელიწადში დანიას 6.4 მილიონი ბარელი ნავთობის მოხმარებას უნაცვლებს, რაც სრული მოხმარების 13%-ის ეკვივალენტურია.

გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილების გამოყენებამ კრიზისის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე დაახლოებით $790 მილიონის ღირებულების ნავთობის მოხმარება ჩაანაცვლა.

Ember-ის უფროსი ენერგეტიკული ანალიტიკოსის, იუან გრეჰემის შეფასებით, ელექტრომობილებში ინვესტირება ქვეყნებს ნავთობის მერყევი ფასებისა და მიწოდების შეფერხებებისადმი ნაკლებად მოწყვლადს ხდის. მისივე განმარტებით, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყნების თავდაცვაც ნავთობის ბაზარზე მოსალოდნელი შოკებისგან იზრდება.

მისი თქმით, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება დაცვაც ნავთობის ბაზარზე შესაძლო მომავალი შოკებისგან. ამდენად, ელექტროტრანსპორტზე გადასვლა მხოლოდ გამონაბოლქვის შემცირებას არ ემსახურება — ის ქვეყნებს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაშიც ეხმარება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ელექტრომობილების ბუმი ევროპაში | სექტემბერში გაყიდვები 70%-ით გაიზარდა
    ელექტრომობილების ბუმი ევროპაში | სექტემბერში გაყიდვები 70%-ით გაიზარდა