Aa Aa
27 სექტემბერი 2020  |  11:22

გერმანულმა კოსმოსურმა ორგანიზაციამ ავტონომიურად მართვადი ელექტრო ურბანული ავტომობილის პროტოტიპი ააწყო

ამავე პლატფორმაზე სხვა მოდულის დამონტაჟებაცაა შესაძლებელი.

German Aerospace Center-მა U-Shift-ი ფართო მასისთვის წარადგინა. ის სამოქალაქო გადაადგილებისთვის შექმნილი ავტომობილია, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს. U-Shift-ი სრულად ელექტროა და დამოუკიდებლად შეუძლია ოპერირება. მისი გამოყენება, როგორც ავტობუსად, ისე მობილურ სადისტრიბუტორო მანქანად ან, თუნდაც, სამოგზაურო სადემონსტრაციო დარბაზად არის შესაძლებელი.

როგორც სურათებიდან ჩანს, U-Shift-ის ბაზა საკმაოდ მარტივია. ის ბორბლებს, მამოძრავებელ სისტემასა და ბატარეებს მოიცავს. DLR-მა U-Shift-ი მულტიფუნქციურ პლატფორმად შექმნა. მასზე სხვადასხვა გამოყენების მოდულის დამონტაჟებაა შესაძლებელი. ის არამარტო ადამიანების გადასაყვანად, არამედ ტვირთების გადასაადგილებლი სამუშაოს შესრულებისვისაც გამოდგება.

U-Shift-ს მოდულარობა სხვადასხვა საქალაქო გამოყენებაში ეხმარება. იზოლაციის პირობებში, როდესაც პირადი ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის, მისი მოხმარება სასურსათო პროდუქტების დარიგებისთვისაც გამოდგება, რისი საჭიროებაც COVID-19-მა დაგვანახა.

პროტოტიპი ფუნქციურია, თუმცა, ჯერ არ არის ავტონომიური. მისი მართვა დისტანციურად არის შესაძლებელი. მაქსიმალური სიჩქარე დაბალია, თუმცა, სრული დატვირთვით ოპერირება მას 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

DLR ტესტირების შემდგომ მიღებული ინფორმაციითა და გამოცდილებით საწარმოო მოდელის შემუშავება იგეგმება, რომელიც სრულად დამოუკიდებელი გადაადგილების იქნება. მისი სიჩქარე 60 კმ-სთ-ს უნდა აღემატებოდეს და ის 2024 წლისთვის მზად უნდა იყოს. ავტომობილი უამრავი ბიზნესისა და კომერციული საჭიროების დაკმაყოფილებას შეეცდება.

გაზიარება: