Aa Aa
25 სექტემბერი 2020  |  12:56

Peugeot 508 PSE ბრენდის ყველაზე მძლავრი საგზაო ავტომობილი იქნება

355 ცხენის ძალიანი სედანისა და უნივერსალის დუეტი საწარმოოს ხაზს უბრუნდება.

Peugeot-ი 2023 წელს ამერიკის ბაზარზე ბრუნდება. სწორედ ამიტომ ლომის ემბლემიან ავტომანქანებს უფრო ახლოდან ვაკვირდებით. 3008 და 5008 „ქროსოვერების“ გამოსვლის შემდეგ ფრანგული მარკა უფრო ამაღელვებელ საიდუმლოს ხდის ფარდას. კომპანია ყველაზე ძლიერი საწარმოო მანქანის გამოშვებას აანონსებს. 508 Peugeot-ის კონცეპტი პირველად 2019 წელს ვიხილეთ, ახლა კი საგზაო ვერსიის ელექტრიფიცირებულ სედანსა და უნივერსალის დუეტს ვხედავთ.

„ფლაგ-ინ“ ჰიბრიდის მოდელები 1.6 ლიტრიან ტუბნინიან ძრავასა და ორ ელექტრო აგრეგატს მოიცავს. შიგა წვის ძრავა 197 ცხენის ძალასა და 300 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. წინ არსებული ელექტრო აგრეგატის სიმძლავრე 109 ცხენის ძალითა და 320 ნიუტონ მეტრით განისაზღვრა, ხოლო უკანა ელექტრო მოტორი 111 ცხენის ძალისა და 166 ნიუტონ მეტრის მქონეა.

ჰიბრიდის სისტემა 508-ის Peugeot Sport Engineered ვერსიაში 335 ცხენის ძალას და 520 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრეს რვა სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ანაწილებს. შედეგად, თქვენ Peugeot-ის ყველაზე სწრაფ საგზაო ავტომობილს ხედავთ.

სრული ამძრაობის 508 PSE სერიოზულად სწრაფია. მას 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 5.2 წამი სჭირდება. მოდელები 250 კმ/სთ-მდე ელექტრონულად იქნება შეზღუდული. მხოლოდ ელექტრო აგრეგატებით კი ავტომანქანა 135 კმ/სთ-ის განვითარებას შეძლებს. სრული დატენვას ორ საათზე ნაკლები დრო სჭირდება, რის შემდეგაც, ის 42 კილომეტს დაფარავს.

ვფიქრობთ, თქვენთვის ჰიბრიდის სისტემის მქონე 508-ის წონის ცოდნაც საინტერესო იქნება. სედანი 1850 კილოგრამს იწონის, ხოლო უნივერსალი ოდნავ მძიმეა და მისი წონა 1875 კილოგრამს შეადგენს. მასის მიუხედავად, მანქანებს 80-120 კმ/სთ-ს განსავითარებლად მხოლოდ სამი წამი სჭირდებათ.

Peugeot 508 PSE სადილეროებში მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.




გაზიარება: