Aa Aa
31 ოქტომბერი 2020  |  12:02

SSC Tuatara-ს მსოფლიო რეკორდი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის

SSC Tuatara შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყოს, მაგრამ ამას ჯერ კიდევ დამტკიცება სჭირდება.

SSC ამტკიცებს, რომ მათმა ავტომობილმა სიჩქარის რეკორდი დაამყარა. Tuatara-მ 532კმ/სთ განავითარა. პრობლემა ისაა, რომ რეკორდის დამყარების პროცესში დამოუკიდებელი მესამე მხარე არ ყოფილა ჩართული.

გინესის რეკორდების ჩრდილოეთ ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განაცხადა, რომ მართალია, მათ ახალი რეკორდის დამყარების მცდეობის შესახებ სმენიათ, მაგრამ ამ პროცესში ჩართულები არ ყოფილან. მსოფლიო რეკორდი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის!

გინესის რეკორდის დადასტურებისთვის აუცილებელია, რომ პროცესს მათი წარმომადგენელი ესწრებოდეს, მონაცემებს აანალიზებდეს და ადასტურებდეს. რეკორდის დამყარებას მხოლოდ ორი მხარე ესწრებოდა. Pahrump Life ჟურნალის წარმომადგენელი ბრაიან შუმეიქი და ნევადის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გრეგორი ჰეიფენ მეორე. SSC-მ რეკორდის აღიარება მოითხოვა, თუმცა, გინესისთვის ჯერ არ გაუგზავნიათ.

SSC ამტკიცებს, რომ ეს რეკორდი ჩაითვლება, მიუხედავად იმისა, ესწრებოდა თუ არა მას გინესის რეკორდების წარმომადგენელი.

გაზიარება: