Aa Aa
10 თებერვალი 2021  |  10:23

მექანიკური Vs ავტომატური გადაცემათა კოლოფი: რომელია თქვენთვის უკეთესი?

თანამედროვე ავტომატური ტრანსმისიები უფრო სწრაფად ცვლიან სიჩქარეებს და მეტად ეფექტურები არიან.

მექანიკური გადაცემათა კოლოფები ჯერ „ტირექსივით“ არ გადაშენებულა, მაგრამ მას ამის საფრთხე მაინც ემუქრება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2019 წლის ოქტომბერში გაყიდული ავტომობილების სრული რაოდენობის მხოლოდ 1.2 % იყო მექანიკური კოლოფით აღჭურვილი.

ხელის ტრანსმისიასა და ქუროს მხურვალე ქომაგები და მცველები ჰყავს. მიუხედავად ამისა, არსებობს ფაქტები, რაც ასეთი ტრანმისიების საუკეთესოებას და გამძლეობას ეჭვქვეშ აყენებს.

ქვემოთ მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის უპირატესობებსა და ნაკლოვანების სიას წარმოგიდგენთ. ამასთან ერთად განვიხილავთ სამ გავრცელებულ მითს მექანიკური ტრანსმისიით აღჭურვილ ავტომობილებზე.

მექანიკური კოლოფის უპირატესობები:
• მძღოლი და ავტომობილი უფრო მეტად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები;
• მძღოლს სრული კონტროლი აქვს სიჩქარეებზე და მათ მონაცვლეობაზე;
• მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი უფრო იაფი ღირს, ვიდრე - ავტომატური კოლოფით.
• ტრანსმისიის შეკეთება უფრო იაფი ჯდება;
• ავტომობილი უფრო მსუბუქია.

მექანიკური კოლოფის ნაკლოვანებები:
• საცობში მოძრაობისას დამღლელია;
• სასწავლად დროში გაწელილია;
• ის ტერფის ზუსტ კონტროლს ითხოვს ავტომობილის ჩაქრობისა და დაგორების თავიდან ასარიდებლად;
• რთულია მაღალი კომპლექტაციის ავტომობილის მექანიკური კოლოფით შეძენა;
• ამ კოლოფით წარმოდგენილი ავტომობილები შეზღუდული რაოდენობისაა.

ავტომატური გადაცემათა კოლოფის უპირატესობები:
• საცობში გადაადგილება უფრო მარტივია;
• ავტომობილების უმრავლესობა ასეთი ტიპის კოლოფითაა აღჭურვილი;
• სიჩქარეების გადართვა უფრო სწრაფი და უგრძნობია;
• ზოგავს საწვავს;
• სიჩქარის ღილაკებით გადასართავი ავტომატური ტრანმისიები ორივე კოლოფის მოყვარულებს გამოსავალს სთავაზობს.

ავტომატური გადაცემათა კოლოფის ნაკლოვანებები:
• უფრო ძვირია, ვიდრე მექანიკური კოლოფი;
• ტრანსმისიას უფრო მეტი მამოძრავებელი დეტალი აქვს, რაც შეკეთების ხარჯებს ზრდის:
• ნაკლებად გასართობია (თუმცა სუბიექტურია);
• ტრანსმისიას, რომელსაც ბევრი სიჩქარე აქვს ზედმეტად ხშირად ცვლის სიჩქარეებს.

მითი N1
მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი უფრო ეკონომიურია

წარსულში არსებობდა მოცემულობა, რომ მექანიკური ტრანსმისიის ავტომობილები უფრო სათბობდამზოგველი იქნებოდა, ვიდრე ავტომატური. თანამედროვე ავტომატური კოლოფების სიჩქარეთა მეტი რაოდენობა და ჰიდროტრანსფორმატორის ნაკლები დატვირთვა საწვავის ეკონომიაში მალევე ითარგმნა.

მაგალითისთვის 2020 წლის Chevrolet Camaro განვიხილოთ. საბაზისო 4-ცილინდრიანი ძრავა, EPA-ს შეფასებებით, მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან დაწყვილებისას 10.2 ლიტრ საწვავს მოიხმარდა 100 კილომეტრზე, ხოლო ავტომატურ კოლოფთან - 9.4-ს.

მითი N2
მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი უფრო იაფია, ვიდრე იგივე მოდელი ავტომატური კოლოფით.

ხშირ შემთხვევაში ხელით გადასართავი ტრანმისიის ავტომობილები ნამდვილად უფრო იაფი ღირს, თუმცა არა ყოველთვის. იშვიათ შემთხვევებში მექანიკური ტრანსმისიის ავტომობილი შესაძლოა უფრო ძვირიც ღირდეს, ვიდრე ავტომატური. ამის მაგალითი 2020 წლის Kia Forte GT-ა. სამ პედლიანი ვერსიისთვის თქვენ 600$-ით უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ.

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მექანიკური ტრანსმისიით ესა თუ ის მოდელი საერთოდ არ იწარმოება. 2020 წლის მონაცემებით საავტომობილო ბაზრის 80% ავტომატური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებმა შეადგინა.

მითი N3
საუკეთესო სპორტული ავტომობილები მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფით იწარმოება.

პასუხი „საუკეთესო სპორტული ავტომობილის“ განსაზღვრებაზეა დამოკიდებული. 797 ცხენის ძალიანი Dodge Challenger SRT Hellcat Redeye მხოლოდ 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის ხელმისაწვდომი. 2020 წლის Porsche 911-სა და ამავე წლის Chevrolet Corvette-ის დებიუტი მექანიკური ტრანსმისიის გარეშე წარსდგნენ. ამავე გზას დაადგა ისეთი იტალიური ბრენდები, როგორიც Ferrari და Lamborghini-ა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის BMW M3-ის შეძენა, როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფით იქნება შესაძლებელი.

გაზიარება: