ფორმულა 1, კორონავირუსის პანდემია, აზერბაიჯანის გრანპრი
Aa
Aa

გულშემატკივრების იმედგაცრუება: ფორმულა 1-ს 2020 წლის სეზონი არც აზერბაიჯანში დაიწყება

ორგანიზატორების განცხადებით, აზერბაიჯანის გრან პრიც გადაიდო. ეს წელს უკვე მერვე გადადებული ან გაუქმებული რბოლაა.

აზერბაიჯანის გრან პრიც, მონაკოს მსგავსად, ქალაქის ქუჩებში ტარდება და მას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი ესწრება. მათ შორის საქართველოდანაც.

„გადადების გადაწყვეტილება გრძელი განხილვების შემდეგ ფორმულა 1-ს ხელმძღვანელობასთან, FIA-სა და აზერბაიჯანის მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ. COVID-19-ის პანდემიანდ გამოცხადების გამო, ჩვენი გადაწყვეტილება ექსპერტების მითეთებებს ეყდნობა“. - განაცხადეს ბაქოს ტრასის ხელმძღვანელებმა.

7 რბოლის გადადების შემდეგ, იმედი იყო, რომ სეზონი 7 ივნისს აზერბაიჯანის გრან პრითი დაიწყებოდა.

გრან პრის ყველა ბილეთი, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, მოქმედი რჩება. როცა ჩატარების თარიღი ცნობილი იქნება, ამას ბილეთების მფლობელები აუცილებლად გაიგებენ. ამ დროისთვის კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ აზერბაიჯანის 2020 წლის გრან პრი 7 ივნისს არ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები