Aa Aa
14 იანვარი 2021  |  11:43

რუსთავის ავტობანზე Porsche დაიმტვრა

რუსთავის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარიის მონაწილე Porsche-ს მარკის ავტომობილი გახდა. ავტომობილი გზაზე ძაღლს დაეჯახა.

„ვმოძრაობდი ავტობანზე დაშვებული სიჩქარით. კომენდანტის გამო, ღამე რუსთავი-თბილისის გზაზე, მანქანები პრაქტიკულად არ მოძრაობდა, ამიტომ ძაღლები გადადიოდნენ თავისუფლად. შესაბამისად, შუა გამყოფი ხაზიდან უცაბედად ორი ძაღლი გადმომიხტა. ერთს ავაცილე და მეორეს ვეღარ, სამწუხაროდ მოკვდა საწყალი". - განაცხადა ავტომობილის მძღოლმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის მგზავრები არ დაშავებულან.

წყარო: https://inforustavi.ge/

გაზიარება: