საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კორონავირუსის პანდემია, რეგიონები, მუნიციპალური ტრანსპორტი, ფოთი
Aa
Aa

ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით ვეღარ იმოძრავებს

კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ახალი რეგულაციები მუნიციპალურ ტრანსპორტსაც შეეხო.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, 29 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდება. 

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება, პრევენციული ღონისძიებების უფრო გამკაცრებაა საჭირო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის მუნიციპალიტეტში 29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება. მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. დარჩით სახლში, დავიცვათ რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“. - წერია განცხადებაში.

გურჯაანის მუნიციპალურ ტრანსპორტის, კერძოდ კი ტაქსების გადაადგილებას, რეგულაციები უკვე შეეხო. წესების დაცვას იქ მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური შსს-თან ერთად გააკოტროლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები