Aa Aa
26 აპრილი 2021  |  14:02

უიშვიათესი McLaren F1 LM-ის ვიდეო ტური

ანალოგური სუპერქარების მწვერვალი.

გსურთ გამორჩეული McLaren F1-ის რეალურ ცხოვრებაში ხილვა? ლოს ანჯელესის Peterson Automotive Museum-ში მსოფლიოში ორი McLaren F1 LM-იდან ერთ-ერთი დგას. McLaren F1 ავტოსპორტის საკულტო მოდელია, რომელიც ათწლეულების წინ დაიბადა. ლეგენდარული დიზაინერის გორდონ მარის შემოქმედებამ უამრავი სარბოლო წარმატება მოიპოვა. დღეს კი შესაძლებლობა გაქვს ეს საოცრად იშვიათი McLaren F1 LM-ი დეტალურად დაათვალიეროთ.

როდესაც სიტყვა McLaren-ი გესმით, ალბათ გონებაში მწარმოებლის თანამედროვე შემადგენლობა წარმოგიდგებათ. ეს სუპერქარები და ჰიპერქარები ერთმანეთს ძალზედ გავს და მათი გარჩევა მხოლოდ McLaren-ის ექსპერტს თუ შეუძლია. ამ ავტომობილების მართვა დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. 1990-იან წლებში კი ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ. ამ ეპოქის McLaren-ის მართვას მხოლოდ სარბოლო ტრასაზე, სპონსორებისა და სარბოლო გუნდის დახმარებით შეძლებდით. მოგვიანებით სცენაზე McLaren F1 გამოვიდა, რომლის შეძენაც ნებისმიერს შეეძლო, ვისაც ფული არ დაენანებოდა.

2021 წელს არაა საჭირო ლანდო ნორისი ან დენიელ რიკარდო იყოთ, რომ McLaren-ი მართოთ. აღარც აურაცხელი სიმდიდრეა აუცილებელი. დღეს ამ მწარმოებლის მანქანები უამრავ იუთუბერს ჰყავს და ეს მათთვის უკვე არაფერს წარმოადგენს. ამ ყველაფერს კი F1-ზე ვერასდროს ვიტყვით. ეს ავტომობილი ანალოგური სუპერქარების მწვერვალი გახლდათ. 1995 წელს ამ მოდელმა Le Mans-ის 24 საათიან რბოლაზე სოლიდური გაიმარჯვება მოიპოვა, რითაც ავტოსპორტის ისტორია დაწერა.

გაზიარება: