ავტოსპორტი, კორონავირუსის პანდემია, კოვიდი, სილვერსტოუნი
Aa
Aa

„სილვერსტოუნმა“  შესაძლოა წელს რამდენიმე რბოლას უმასპინძლოს

2020 წლის სეზონის დასაწყისში კორონავირუსის გამო რამდენიმე გრან პრი გაუქმდა ან გადაიდო. კალენდრის შესავსებლად „სილვერსტოუნმა“  შესაძლოა წელს რამდენიმე რბოლას უმასპინძლოს.

თვის ბოლოს ტრასის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ჩატარდება თუ არა 19 ივლისს დაგეგმილი ბრიტანეთის გრან პრი.

2020 წლის სეზონის პირველი 8 რბოლა გადაიდო ან გაუქმდა, თუმცა ფორმულა 1-ს ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ წელს 15-18 რბოლა მაინც ჩატარდება.

„სილვერსტოუნმა“  შესაძლოა მეტ რბოლას უმასპინძლოს, რადგან ბრიტანეთში რამდენიმე გუნდის ბაზაა.

ტრასის ხელმძღვანელების განცხადებით, ისინი მზად არიან, ფორმულა 1-თან ნებისმიერი სახით ითანამშრომლონ.

ფორმულა 1-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, 2020 წლის სეზონი სხვა სეზონებისგან „შესამჩნევად“ განსხვავებული იქნება. ჩემპიონატის დასრულების თარიღიც შესაძლოა გადაიწიოს.

ზოგიერთი გადადებული რბოლის ჩატარება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგალითად, ესპანეთისა და ბაჰრეინის გრან პრის, თუმცა მონაკოს რბოლის ჩატარება გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები