Aa Aa
18 ივნისი 2021  |  10:52

BMW-მ ICE კონცეპტი 17 წლის შემდეგ გამოაჩინა

ICE თავის შანსს 17 წელი ელოდა.

მზის სინათლეს BMW-ს ყველა კონცეპტი ვერ ნახულობს. ავტომწარმოებლები ზოგჯერ კონცეპტებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ახალი ტექნოლოგიების შესამოწმებლად ქმნიან და ფართო საზოგადოებას არ უჩვენებენ. ერთ-ერთი ასეთი იყო BMW ICE. ის 2004 წელს ააწყეს, თუმცა, მხოლოდ ახლა გამოაჩინეს.

დღეს "ICE" შიგაწვის ძრავას ნიშნავს, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს „ინტეგრირებული კონცეპტუალური ინჟინერიის“ აკრონიმია.

ICE დღევანდელ სუვ კუპეებს ჰგავს. მას თანამედროვე BMW X5-ის აგრეგატი აქვს. ინტერიერი კი Z4-ისაა. 2-კარიანი კონცეპტი თანამედროვე X3-ზე მოკლეა.

ეს BMW-ს პირველი კონცეპტი არ იყო, რომელიც სუვისა და კუპეს ელემენტებს აერთიანებდა. 2001 წელს კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე X-Coupe წარმოადგინა. თუმცა, ICE მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო X6-ის შექმნისთვის.

X6-მა სათავე ახალ სეგმენტს დაუდო: უფრო პატარა ზომის X4-ს. მას დავუმატოთ ის ავტომობილები, რომლებიც კონკურენტმა კომპანიებმა შექმნეს.

BMW კონცეპტებს ხშირად გვიმალავს. მაგალითად, E31 M8 პროტოტიპი აგებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ გამოაჩინეს. E34 M5 უნივერსალის პროტოტიპის დებიუტი კი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

გაზიარება: