Aa Aa
25 ივლისი 2021  |  10:06

ბრიტანეთის რადიოში BMW-ს რეკლამა ძრავის ხმის გამო აკრძალეს

როგორც ჩანს, ბრიტანელ მძღოლებს აჩქარება ეკრძალებათ.

ბრიტანეთს მთავრობამ რადიოში BMW-ს რეკლამა აკრძალა. მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ მათი რეკლამა უპასუხისმგებლობას ნერგავდა. რეკლამის ტექსტი ასე ჟღერდა:

„ჩვენ შეგვეძლო ამის აღწერისთვის გამოგვეყენებინა სიტყვები ძლიერი, მამაკაცური, ან დამატყვევებელი. ასევე შეგვეძლო ყველაფერი უფრო შეგვეფერადებინა და სიტყვებით აღგვეწერა, რა გრძნობას იწვევს. მაგრამ სინამდვილეში რისი გაგონებაც გსურთ, მხოლოდ ესაა.“ შემდეგ კი რადიოში BMW-ს ძრავის მომაჯადოებელი ხმა ისმოდა.

როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მსმენელმა განაცხადა, რომ ეს რეკლამა კომპანიის მხრიდან „უპასუხისმგებლო“ იყო. მარეგულირებმა ეს სერიოზულად განიხილა და აკრძალვა გადაწყვიტა. მათ მიიჩნიეს, რომ რადიოს არავიზუალური რეკლამა ყოველგვარი კონტექსტის გარეშე წესებს ეწინააღმდეგებოდა.

BMW-მ თავის დაცვა სცადა. განაცხადეს, რომ ეს ხმა გაჩერებული ავტომობილის ძრავის ხმა იყო და თანაც მხოლოდ ერთ წამს გრძელდებოდა.

ეს რეკლამა BMW-ს M განყოფილებას ეკუთვნოდა. დიახ! მათი მოვალეობა ზუსტადაც, რომ ამაღელვებელი ავტომობილების შექმნაა. როგორ უნდა იმუშაოს კომპანიამ ასეთ შეზღუდულ გარემოში? ერთადერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მარეგულირებლის ამ უსამართლო გადაწყვეტილებამ ბევრ ადამიანს ღიმილი მოჰგვარა.

გაზიარება: