შარლ ლეკლერი ვიეტნამის გრან პრის გამარჯვებულია
შარლ ლეკლერმა ვიეტნამის გრან პრი მოიგო. შემდეგი შანხაის რბოლაა.
შარლ ლეკლერმა რბოლა მოიგო! ოღონდ საკუთარი სასტუმრო ოთახიდან. Ferrari-ს პილოტი ვიეტნამის ვირტუალური გრან პრის თამაშისას მთელი რბოლის განმავლობაში დომინირებდა. მან „რენოს“ აკადემიის პილოტი კრისტიან ლუნდგაარდი და „უილიამსის“ ჯორჯ რასელი დაამარცხა.
კორონავირუსის გამო ნამდვილი რბოლები ვერ ტარდება. ამიტომ ფორმულა 1-ს პილოტებმა ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლეს და ეს ყველაფერი ოფიციალურია. ვირტუალური რბოლები მაისის ბოლომდე გაიმართება და ნამდვილი რბოლების თარიღს დაემთხვევა. 2020 წლის სეზონის დაწყებამდე ეს ფორმულა 1-ს ფანებს იმდენად გაახალისებს, რამდენადაც ამ მდგომარეობაში შესაძლებელია.
პირველი რბოლა ვიეტნამში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 2019 წლის თამაშში ეს ტრასა დამატებული არაა. ამის გამო, რბოლა ავსტრალიის Albert Park-ზე გაიმართა. რბოლაში ალექს ალბონი, ანტონიო ჯოვანაცი და ნიკოლას ლაფიტიც მონაწილეობდნენ. სხვა ცნობილი მონაწილეები ჯენსონ ბატონი, სტოფელ ვანდორნი და ენტონი დევიდსონი იყვნენ.
ლეკლერის უმცროსმა ძმამ, რომელიც „ფერარის“ აკადემიის და F4-ის მრბოლელია, 29-წრიან რბოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
რბოლის ყურება F1-ს Youtube არხზეა შესაძლებელი. ასევე Facebook გვერდებზეც.
შემდეგი გრან პრი19 აპრილის შაინხაის რბოლაა. მრბოლელების შემადგენლობა ჯერ ცნობილი არაა, თუმცა გულშემატკივრებს სიაში ჰამილტონის, ფერშტაპენის და ფეტელის ნახვაც სურთ.