Aa Aa
19 აგვისტო 2021  |  11:13

როგორ უნდა შეცვალოთ და აარჩიოთ თქვენი ავტომობილის ბატარეა

თქვენი ავტომობილის ბატარეა დაჯდა? ჩვენი გზამკვლევი მათ შეცვლაში, დაყენებაში და დამმუხტველის გამოყენებაში დაგეხმარებათ.

თუ Google-ში ავტომობილის ბატარეის შეცვლას მოიძიებთ, პლატფორმა უამრავ რთულ და ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარ სტატიებს შემოგთავაზებთ. როდესაც საქმე მუდმივი დენის მაღალ ძაბვას ეხება, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებაა საჭირო. აკუმულატორის დაყენებისთვის საჭირო ინფორმაცია საკმაოდ ზოგადია და მისი გაგება სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

რამდენ ხანს ძლებს მანქანის ბატარეები?

სამწუხაროდ, ავტომობილის ბატარეის რესურსი ამოწურვადია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ტიპის აკუმულატორები უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე მათი ძველი ანალოგები. დღეს ავტომობილები უფრო და უფრო მეტი ტექნოლოგიით არის დატვირთული. შესაბამისად გაზრდილი მოცულობის მქონე ბატარეებზე მოთხოვნა მზარდია.

თანამედროვე აკუმულატორებს არამარტო ძრავისთვის მუხტის მიცემა ევალებათ (თუ დიზელი არ გვაქვს მხედველობაში), არამედ უამრავი კომპიუტერული სისტემისთვისა და ECU-ს მუშაობისთვის მუდმივ მხარდაჭერად უნდა გადაიქცეს. ამ ყველაფერს თუ მძლავრ დინამიკებს, ელექტრო შუშებს, გამათბობლებს და სხვა მოწყობილობებს დავუმატებთ, მაშინ მივხვდებით თუ რამდენი რამ მოქმედებს ბატარეების დასუსტებაზე. ჯერ ტელეფონის დატენვა არც გვიხსენებია.

ავტომატური დაქოქვა-გათიშვის სისტემები საწვავის ეკონომიისთვისა და გარემოსთვის კარგია, მაგრამ ის ბატარეის სიცოცხლისუნარიანობის ხარჯზე მუშაობს. შესაბამისად, არავის უკვირს, რომ ახალი მანქანები ყველაზე ხშირად სერვის-სახელოსნოებში სწორედ დამჯდარი ბატარეების გამო ხვდება.

აუცილებელი არ არის ყველაზე ცუდი შედეგის მოლოდინში იყოთ, რადგან თუ თქვენი ავტომობილის აკუმულატორის მდგომარეობას ყურადღებას მიაქცევთ, მაშინ ეს პრობლემების დროულად გამოვლენაში დაგეხმარებათ. თვალყური ადევნეთ ისეთ აშკარა ნიშნებს, როგორიც ინტერიერის განათების სისუსტე და ძრავის მძიმედ დაქოქვაა. თუ თქვენს მანქანას ეს ყველაფერი აწუხებს, მაშინ ბატარეის ტესტირების დროა.

პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოაშკარავება საშუალებას მოგცემთ ახალი აკუმულატორი მშვიდად და სარფიანად აარჩიოთ. პროფესიონალური ტესტირება იმასაც დაადასტურებს, რამდენადაა ზემოთ აღნიშნული გარემოებები ბატარეის მდგომარეობით გამოწვეული. არსებობს იმის შანსიც, რომ ავტომობილს სხვა სახის ელექტრო დაზიანება ჰქონდეს.

ავტომობილის ბატარეის ტიპები და ზომები

თუ ბატარეის შეცვლას გადაწყვეტთ, მაშინ ის თვენი ავტომობილისთვის სპეციალურად უნდა შეარჩიოთ. სამწუხაროდ, ყველა ავტომობილს ერთი და იგივე ზომის ბატარეა არ აქვს. აკუმულატორები სხვადასხვა ზომისა და ტიპის არსებობს. თითოეულ მათგანს სამი ან ოთხ სიმბოლოიანი კოდი აქვს, მაგალითად 075 ან 096T. ეს კოდი მის სხვა ინფორმაციასთან ერთად ზომაზე, სიმძლავრის რეიტინგზე და ტერმინალის პოზიციაზე მიანიშნებს. მათი მეშვეობით თქვენი ავტომობილისთვის ზუსტ ბატარეას შეარჩევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ბატარეები მჟავა-ტყვიისაა, სხვადასხვა ავტომობილები განსხვავებული ტიპის აკუმულატორებს იყენებს. თუ თქვენს ავტომობილს ე.წ. start/stop-ი აქვს, ბატარეის პროგრამირება საბორტო კომპიუტერით უნდა მოხერხდეს. შესაბამისად, ECM ან AGM ბატარეის დამონტაჟება პროფესიონალის საქმეა.

თუ ეს ყველაფერი გაბნევთ, გადახედეთ მფლობელის სახელმძვანელოს. იქ ყველა საჭირო ინფორმაციას შეხვდებით. გარდა ამისა, რადგანაც დღეს ინტერნეტი ღირებული საშუალებაა, მომწოდებლები ხშირად ბატარეის შერჩევას სარეგისტრაციო ნომრით ითავაზებიან.

იქამდე, სანამ ძველ აკუმულატორს მოხსნით გახსოვდეთ, რომ ის ავტომობილის რამდენიმე ელექტრო კომპონენტს დენს ჯერ კიდევ აწვდის. დენის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში კი მონაცემები „დარესეტდება“.

ძველი აკუმულატორის ამორთვა

ავტომობილების უმეტესობას ბატარე ძრავის ხუფის ქვეშ აქვს ჩადგმული, თუმცა ხშირია მათი საბარგულში განთავსებაც. როდესაც იპოვით, ფრთხილად დააკვირდით რომელი ტერმინალი რომელია. როდესაც მისი ამოღებისთვის მზად იქნებით, ჯერ ნეგატიური (-) ტერნინალი უნდა ამოართოთ. შემდეგ ამოაერთეთ დადებითი ტერმინალი (+). ეცადეთ, რომ ეს თანმიმდევრობა დაიცვათ, რადგან სხვაგვარად შესაძლოა მოკლე ჩართვა ან განმუხტვა მოხდეს და დაშავდეთ. როდესაც ტერმინალებს უსაფრთხოდ გაათავისუფლებთ შემაერთებლები ერთმანეთისგან განაცალკევეთ. თუ ბატარეა პლასმასებითაა ბუდეში ჩამჯდარი ფრთხილად გახსენით, რათა მძიმე დეტალის უსაფრთხოდ ამოღება გაგიადვილდეთ.

ახალი ბატარეის ჩასმა მარტივია. ის ზუსტად იქ უნდა ჩასვათ, საიდანაც ძველი აკუმულატორი ამოიღეთ. ამის შემდეგ დადებითი ტერმინალი უნდა შეაერთოთ, ხოლო შემდეგ ნეგატიური. ამ პროცესის შემდგომ ისეთი ელექტრო კომპონენტები იქნება გასასწორებელი, როგორიც საათი და მულტიმედიის სისტემაა.

იზრუნეთ თქვენს ბატარეაზე

მას შემდეგ, რაც ავტომობილში ახალი ბატარეა დააყენეთ, თქვენს ინვესტიციას დაცვა სჭირდება. უახლესი დამტენები დამტკიცებული პროგრამის მიხედვით მუშაობს და ზუსტ ზღვრამდე მუხტავს აკუმულატორს. ეს მათთვისაა მისწრება, ვინც თავის ავტომობილს ნაკლებად იყენებს - კლასიკური ავტომობილის მფლობელები, მაგალითად.

ჭკვიანი დამმუხტველები აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად სხვადსხვა დონის სამუხტავ დენს გადასცემს. მათი შეერთებულ მდგომარეობაში დატოვებაცაა შესაძლებელი. ასევე, იმ შემთხვევაში თუ თქვენი ბატარეა სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის კარგი იქნება თუ ჯერ ასეთი ტიპის სატენებს გამოსცდით.

გაზიარება: