Aa Aa
9 სექტემბერი 2021  |  11:49

ყველაფერი, რაც 2017 წლის Toyota Prius-ზე უნდა იცოდეთ

2017 წლის Toyota Prius-ი კარგი კომპაქტური ავტომობილია. ის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურია. მისი მართვადობა კი მოქნილი და რბილია, რაც ხშირად ჰიბრიდულ ავტომობილებს არ ახასიათებს. სალონი კომფორტული და ხარისხიანია. ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია ამ მოდელისთვის სტანდარტულია. საინფორმაციო-გასართობი სისტემის გამოყენება კი მარტივია. თუ ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ, მაშინ 2017 წლის Prius-ზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

რომელი წლის მოდელია საუკეთესო?

2016 წლის მოდელი კარგია, თუმცა, მას უსაფრთხოების ის ფუნქციები აკლია, რომლებიც 2017 წლისთვის სტანდარტული გახდა. ეს სისტემებია: წინა შეჯახებაზე გაფრთხილება, ქვეითის დადგენა, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა და ადაპტური კრუიზ კონტროლი. თუ ეს ფუნქციები გსურთ, მაშინ 2017 წლის მოდელი უნდა შეიძინოთ და არა 2016-ის. ეს ყველაფერი 2016 წლის მოდელს მხოლოდ ძვირიან პაკეტებში მოჰყვება. თუ ეს ყველაფერი არ გჭირდებათ, მაშინ 2015 წლის მოდელიც კარგი არჩევანია, თუმცა, ის წინა თაობისაა და მართვადობის გაუმჯობესებული დინამიკა აკლია.

რამდენად სანდოა 2017 წლის Toyota Prius-ი?

2017 წლის Toyota Prius-ს საშუალოზე მაღალი სანდოობა აქვს და J.D. Power-ის ტესტებში 5-დან 4 ვარსკვლავს იმსახურებს.

2017 წლის Toyota Prius-ის უკან გაწვევები

2017 წლის Toyota Prius-ი უკან ორჯერ გაიწვიეს. პირველ შემთხვევაში ეს არასათანადოდ გაბერილი სათადარიგო საბურავის გამო მოხდა. მეორედ კი ხელის მუხრუჭის გაუმართაობის გამო. თუ 2017 წლის მოდელს შეიძენთ, დარწმუნდით, რომ მეორად ავტომობილზე ეს პრობლემები გამოსწორებულია.  

რამდენად უსაფრთხოა Toyota Prius-ი?

Prius-მა National Highway Traffic Safety Administration-ისგან მაქსიმალური შეფასება - 5 ვარსკვლავი დაიმსახურა. წინა შეჯახებასა და გადაბრუნების ტესტში მას 4 ვარსკვლავი აქვს.  Insurance Institute for Highway Safety-მაც საუკეთესო შეფასება მისცა. შეჯახების ტესტებში 2017 წლის მოდელმა 5 ვარსკვლავი დაიმსახურა.

2017 წლის Prius-ს Toyota Safety Sense სტანდარტულად აქვს. აღჭურვილობა უკანა ხედვის კამერას, წინა შეჯახებაზე გაფრთხილებას, ქვეითის დადგენას, საგზაო ნიშნების ამოცნობის, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემასა და ადაპტურ კრუიზ კონტროლს მოიცავს. Toyota-ს ჭკვიანი სამუხრუჭე სისტემა დაბალ სიჩქარეებზე ავარიის თავიდან ასარიდებლად თავად ამუხრუჭებს.

2017 წლის Toyota Prius-ის ტექნიკური მონაცემები

წინაწამყვან Prius-ს 4-ცილინდრიანი ძრავა და ელექტრო მოტორი აქვს, რომლებიც ჯამში 121 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი უფრო ქალაქში გადაადგილებისთვის გამოდგება და არა ავტომაგისტრალებზე. აჩქარება დამაკმაყოფილებელია.  CVT გადაცმათა კოლოფი სტანდარტულია. დაკიდების სისტემა რბილია, მართვა - კომფორტული.

რამდენად ეკონომიურია?

2017 წლის მოდელი ძალიან ეკონომიურია. Prius Two Eco ქალაქში 100კმ-ზე 4.06 საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი 4.44 ლიტრს.

2017 წლის Toyota Prius-ის ინტერიერი

რამდენ ადამიანს იტევს?

2017 წლის Toyota Prius-ში 5 ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. წია სავარძლები ტევადი და კომფორტულია. მძღოლის სავარძლიდან კარგი ხილვადობაა. უკანა სავარძლებზე 3 ზრდასრული ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. ხარისხიან სალონს ბევრი რბილი ნედლეულია გამოყენებული.

რა ფუნქციები აქვს?

მონაცემთა დაფა კარგად მოწყობილია. თუმცა, მძღოლის სავარძლიდან ციფრულ მონაცემების დანახვა ცოტათი რთულია, რადგან ისინი ცენტრალურ კონსოლთან ახლოსაა მოთავსებული და მძღოლის წინ არაა.

ავტომობილში ბავშვის სავარძლის მოთავსება ძალიან ადვილია. სალონში სპეციალურ ღვედებს შეხვდებით, რომელიც სავარძლის დასამაგრებლად გამოიყენება. IIHS-მა Prius-ის LATCH სისტემას სიმარტივისა და უსაფრთხოების გამო საუკეთესო შეფასება მისცა.  

სალონში 6.1-ინჩიანი სენსორული ეკრანია. აუდიო სისტემა 6-დინამიკიანია. Bluetooth-ი და USB პორტები ხელმისაწვდომია. დამატებითი არჩევანის შემთხვევაში სენსორული ეკრანი 7-ინჩიანი იქნება. ასევე ნავიგაციის სისტემას, HD და სატელიტურ რადიოს, 10-დინამიკიან JBL სისტემას და ლუქსაც მიიღებთ.

მთლიანობაში მეორადი 2017 წლის Toyota Prius-ი ეკონომიური, სანდო და უსაფრთხო ავტომობილია, რომელიც 5 მგზავრს კომფორტს შეუქმნის. ბავშვის გადასაყვანადაც საკმაოდ პრაქტიკულია. მიუხედავად იმ კრიტიკისა, რასაც მისი ექსტერიერი ვერ უძლებს, ის მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. სულ უფრო მეტ ავტოფარეხში იდებს ბინას და ამას სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებს.

გაზიარება: