ნისანი, ვი 6, ნისან 400ზეტი
Aa
Aa

Nissan-ის ახალ Z მოდელს 400Z ერქმევა და V6 ძრავა ექნება

Nissan 370Z-ის შთამომავალი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ველოდით, ჰორიზონტზე გამოჩნდა.  

ახალი 400Z „ტვინ-ტურბო“ V6 ძრავით იქნება, რომელიც წინაპრის მონაცემებს გააუმჯობესებს.

370Z ბაზარზე 2009 წლის შემდეგ სულ მცირე განახლებებითაა და უკვე დიდი ხანია ხმები დადის, რომ ცვლილებების დრო მოვიდა.

Nissan-მა კანადაში განახლებული Z მოდელები უკვე წარმოადგინა. მათ რეტრო სტილი შენარჩუნებული აქვს.  

1969 NIissan 240Z  

ამერიკის ბაზარი, რომელიც იაპონური ავტომწარმოებლის ყველაზე დიდი დასაყრდენია, განახლებულ პროდუქციას ითხოვდა. NIissan-ი თავის ფესვებს დაუბრუნდა და 240-Z-ისგან მანქანის წინა ნაწილი, 300 ZX-ისგან კი უკანა მაშუქები აიღო.

მნიშნელოვანი განახლებები 400 Z-ის ინტერიერსაც აქვს. ის 370 Z-ისას სჯობს, რომელიც ხშირად მოძველებული დიზაინის გამო კრიტიკას იმსახურებდა. „ანტიკვარული“ სენსორული ეკრანი თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემით შეიცვლება. ციფრული მონაცემთა პანელიც მოსალოდნელია. მანქანას მძღოლის დამხმარე ფუნქციებიც დაემატება.

1989 Nissan 300ZX

დეტალები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა 400Z, ალბათ, მონათესავე Infiniti Q50-სა და Q60-ის უკანა წამყვან კონფიგურაციას ისესხებს. 

400Z ასევე Infiniti-ს აგრეგატს გამოიყენებს. სავარაუდოდ, ეს 3.0-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V6 ძრავა იქნება.

ალუმინის ძრავა VR ოჯახის ნაწილია, რომელიც ასევე უფრო დიდ 3.8-ლიტრიან Nissan GT-R-ის ძრავას მოიცავს.

Q60-ს 400 ცხენის ძალა აქვს და 4x4 სისტემითაა. 4-ადგილიანი კუპე 0-100კმ/სთ-მდე 5.0 წამში ჩქარდება. 400Z-ისგან უფრო მეტი სიჩქარეა მოსალოდნელი. მისი მასა ნაკლებია, ვიდრე 1825კგ-იანი Infiniti-ს.

Nissan 370Z

Nissan-მა ექსპერიმენტი 370-ზე უკვე ჩაატარა. მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი დაუყენა და SEMA-ს 2018 წლის ავტოშოუზე წარადგინა. ახალი Z მოდელი, რომელიც პაპარაცებმა შენიშნეს, სტილით 370Z-ს ძალიან ჰგავდა.  

370 Z გულშემატკივრებისთვის „ძველი სკოლაა“ და მანქანის ენთუზიასტების აღფრთოვანებას იწვევს. სავარაუდოდ, ახალი 400 Z მექანიკური გადაცემათა კოლოფითაც იქნება წარმოდგენილი. მის კონკურენტებს Toyota GR Supra-სა და Alpine A110 კოლოფებში ასეთი მრავალფეროვნება არ აქვს.

 Infiniti Q60

შესაძლოა Nismo-სგან 400 Z-ის გაუმჯობესებული ვარიანტიც ვიხილოთ. უკეთესი დაკიდებით და სარბოლო ავტომობილის სტილით. 370 Z Nismo-ს მხოლოდ 16 ცხენის ძალა დაემატა. ტურბოდაბერვის ძრავის შემთხვევაში ძალების მომატება უფრო ადვილი იქნება.

Nissan-ის წარმოების დაგეგმვის მენეჯერის განცხადებით, ახალი Z მოდელი მალე უნდა გამოჩნდეს. დიზაინის ხელმძღვანელი ალფონსო ალბაისო კი ამბობს, რომ 370 Z-ის შთამომავლის წარმოდგენა რთული არ უნდა იყოს.

„ Z მოდელი 60-იანებში სახალხო ავტომობილი იყო. მაშინ Porsche ან Jaguar-ი რომ გეყიდა, ბევრი ფული იყო საჭირო. ეს მანქანა დიდი ხანია გაყიდვაშია. არაფერს ვადასტურებ, თუმცა, გასაკვირი არ იქნება, რომ დიზაინერები ახალი მოდელზე მუშაობდნენ“. - ამბობს ის.

საცდელი ვერსია

400 Z-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი გამოსვლა შესაძლოა 2021 წლამდე შეყოვნდეს.

ასევე უცნობია, გამოუშვებს თუ არა კომპანია ევროპისთვის მარცხენა საჭიან ვერსიას. ამერიკაში CO2-ის გამოყოფაზე შეზღუდვები ნალებად მკაცრია, ვიდრე ევროპაში და ეს შესაძლოა ავტომწარმოებლისთვის ევროპულ ბაზარზე პრობლემა გახდეს. თუმცა, ამჟამინდელი მაჩვენებლების მიხედვით, კომპანიამ ეს პრობლემა ასეთ ბაზრებზე შეზღუდული მიწოდებით შეიძლება გადაჭრას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები