ლექსუსი, ლექსუს ელსი500
Aa
Aa

2021 წლის Lexus LC-მ წონაში დაიკლო, სამაგიეროდ ახალი ფერები და დისკების არჩევანი დაემატა

როგორც იქნა, Android Auto ხელმისაწვდომი გახდა.

Lexus LC თავისი დიზაინით სხვა მანქანებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა. 2021 წლის მოდელისთვის Lexus-მა განახლებული ფერთა გამა და ახალი დისკები შეიმუშავა, რათა LC უფრო თვალშისაცემი გამხდარიყო. შესაძლოა უკეთესი მაჩვენებლებიც ჰქონდეს, რაც ნაკლები წონით განპირობებული იქნება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ დიეტის შედეგად, ავტომობილი მხოლოდ 10 კილოგრამით შეამსუბუქეს. ასეთი უმნიშვნელო მაჩვენებელი, ძირითადად, დაკიდების სისტემის კომპონენტების ცვლილებამ გამოიწვია. ახალი ქვედა ბერკეტები ალუმინისგან არის დამზადებული, დაკიდების სისტემის სტაბილიზატორების დიამეტრიც შეცვლილია. ამორტიზატორების ზამბარებიც სხვა მატერიალისგან არის დამზადებული. ასევე 21-იანი დისკები ოდნავ დაამსუბუქეს, რაც „ლექსუსის“ თქმით, მხოლოდ უკანა დისკებს შეეხო.

დაკიდების სისტემა მხოლოდ კომპონენტების ცვლილებით არ შემოიფარგლა. „ლექსუსის“ ინჟინრებმა ასევე მისი დინამიკა შეცვალეს, რაც უფრო რბილ სიარულში აისახა. ასევე, ავტომობილის საწყისი მოხვევა უფრო სწრაფი და ზუსტი გახდა, რაც ახალი მეტად ხისტი უკანა სტაბილიზატორის დამატების შემდეგ შესაძლებელი გახდა.

დაკიდების სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფის განახლების შედეგად Active Cornering Assist სისტემა დაემატა, რომელიც ავტომობილის მოხვევისას შიდა ტრაექტორიაზე მყოფ ბორბლებს მუხრუჭების მეშვეობით ავტომატურად ანელებს, რათა ინერციის დახმარებით ავტომობილს უკეთ მოახვევინოს.

ავტომობილის დინამიკის გაუმჯობესების მიზნით, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მუშაობის პრინციპი შეცვალეს. აღნიშნული ცვლილება კონკრეტულად LC 500h მოდელს ეხება. ავტომატურ ტრანსმისიას ახლა უფრო ლოგიკური გადაცემები აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ აქსელერატორის საფეხურზე დაჭერისას, ერთ კონკრეტულ სიჩქარეში უფრო დიდ ხანს ამყოფინებს ან ანალოგიური სცენარის შემთხვევაში, მოსახვევიდან გასვლისას, უკეთესი აჩქარებისთვის მეორე სიჩქარეში გადააქვს.

მსგავსი სიახლეები