Aa Aa
24 ოქტომბერი 2021  |  10:35

ახალი ბეტმობილი სარეკლამო რგოლში გამოჩნდა

ახალი ბეტმობილი გოთემის ქუჩების პატრულირებისთვის მზადაა.

DC Films-ი, 6th & Idaho Motion Picture Company და Dylan Clark Productions-ი Batmaის ახალ ფილმზე მუშაობენ, რომელიც შემდეგი წლის მარტში გამოვა. ბეტმენი გოთემში კორუფციას ებრძვის, მისი მთავარი მოწინააღმდეგე კი სერიული მკვლელია, რომელსაც Riddler-ი ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს სუპერგმირი ბეტმობილის გარეშე წარმოუდგენელია.

2:38-წუთიან სარეკლამო რგოლში ბევრი ბრძოლის სცენა, აფეთქება და დადევნებაა. რა თქმა უნდა, მთავარ როლში ბეტმობილია. ამ ავტომობილისგან ბევრ მოქმედებას ვერ ვხედავთ, თუმცა დიზაინზე რაღაც დასკვნების გაკეთება უკვე შეგვიძლია.

ერთი შეხედვით, Chevrolet Camaro-ს დაგრძელებულ ვერსიას ჰგავს. ზოგიერთი კუთხიდან მას Dodge Challenger-ისა და Ford Mustang-ის გავლენა ემჩნევა.

აქამდე ვიცოდით, რომ ამ ავტომობილმა 1989 წლის ბეტმობილის მსგავსად, უკანა ნაწილიდან ცეცხლი უნდა გამოუშვას. კუდს რეტრო შეხედულება ნამდვილად არ აქვს. დიზაინერებმა დიზაინის ორი ენა გააერთიანეს.

ახალ ფილმში ბეტმენის როლს რობერტ პეტინსონი თამაშობს. ფილმი ამ წლის ივნისში უნდა გამოსულიყო. კორონავირუსის გამო ფილმის პრემიერა 2022 წლის მარტამდე გადაიდო.

გაზიარება: