Aa Aa
12 ივნისი 2022  |  10:50

რის მიხედვით არქმევს BMW თავის მოდელებს სახელებს?

მათთვის, ვინც ავტოსამყაროში ახალია, ყველა მოდელის ერთმანეთისგან გარჩევა და დამახსოვრება მარტივი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელში ერთდროულად ასოები და რიცხვები ურევია. ავტომწარმოებლები სიცოცხლეს არ გვიმარტივებენ და ამ გზას ხშირად მიმართავენ. ჩვენ უკვე გესაუბრეთ იმაზე, თუ რის მიხედვით არქმევენ Mercedes-ი და Audi თავის მოდელებს სახელებს. დღეს ჩვენ BMW-ს მოდელებზე და მათ სახელებზე ვისაუბრებთ.

დასაწყისისთვის, განვმარტოთ, რას ნიშნავს თავად BMW. BMW იშიფრება, როგორც Bayerische Motoren Werke - ბავარიული ძრავების ქარხანა. ბავარიული ავტომწარმოებელი თავის მოდელებს კომპლექსურ სახელებს არქმევს, რომლებიც ასოებისა და რიცხვებისგან შედგება. ის უფრო რთულ კომბინაციებს იყენებს, ვიდრე Audi და Mercedes-ი.

ზოგიერთ შემთხვევაში BMW იყენებს რიცხვებს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8; რიცხვებს ასოებს “i”, “d” და “x” უმატებს. სხვა შემთხვევებისთვის BMW “M”, “X” და “Z” ასოებს იყენებს. შემდეგ კი ასოებს უმატებს. ჩვენ შევეცდებით თქვენთვის ეს რიცხვები და ასოები განვმარტოთ და მარტივად გასაგებ სისტემაში მოვაქციოთ.

BMW 4-კარიანი სედანებისთვის კენტ რიცხვებს იყენებს (3, 5 და 7). ლუწ რიცხვებს (2, 4, 6 და 8) 2-კარიანი კუპეებისთვის. პირველი სერია ყველაზე პატარა და იაფფასიანი მოდელებია (ჰეჩბექები, კუპეები და კაბრიოლეტები). მერვე სერია კი ყველაზე დიდი და მდიდრული ავტომობილებია.

BMW-სახელწოდება სუვებისთვის:

BMW “M” სოს ავტოსპორტის სეგმენტისთვის იყენებს. „X” კროსოვერის/სუვის ტიპის ავტომობილებისთვის გამოიყენება. X კროს ოვერს, ან ოთხივეწამყვანს ნიშნავს. BMW X1-X7 სახელებით 7 სუვს გვთავაზობს. X1 და X2 სუბკომპაქტური სუვებია. X3 - კომპაქტური. X4 – დაბალი კლასის კომპაქტური სუვი. X5 საშუალო ზომის მდიდრული სუვია. X6 – მდიდრული, სპორტული სუვი, რომელიც კუპეს სახითაა ხელმისაწვდომი. X7 BMW-ს ყველაზე დიდი სუვია.

Z” ასო BMW-ს ნომენკლატურაში როდსტერს ნიშნავს. მაგალითისთვის, BMW Z4 უკანაწამყვანი 2-ადგილიანი როდსტერია. პატარა ასო i” ელექტრო/ჰიბრიდულ ავტომობილს ნიშნავს. I3 ქალაქის ელექტრო ავტომობილია, რომელიც 5-კარიანი ჰეჩბექის ფორმით გამოდის. I8 კი ფლაგ ინ ჰიბრიდული სპორტული გრანდ ტურერია.

როცა სახელი ციფრებით იწყება:

რიცხვები დასაწყისში BMW-ს ავტომობილის სერიას ნიშნავს. რაც უფრო მეტია ციფრი, მით უფრო დიდი ზომისაა ავტომობილი.

სერია ასოები

ავტომობილის ტიპი

1

118i, 118d

მცირე ზომის 2/3-კარიანი, 4/5კარიანი. კუპე ან კაბრიოლეტი.
2 218d, 220d, 220i, 225d, კომპაქტური 4-კარიანი ავტომობილი, სედანი სპორტული უნივერსალი ან გრან ტურიზმო.
3 316i, 318i, 320i, 323i, 325i, 325xi, 328i, 328xi, 330i, 330xi, 335i, 335is, 335xi, 320d, 320xd, 325d, 330d, 330xd, 335d კომპაქტური, კუპეს ტიპის მოდელი. 2-კარიანი კუპე ან კაბრიოლეტი. 4-კარიანი გრან კუპე.
4 428i, 435i, 420d, 420i, 420i xDrive, 420d xDrive, 430d, 435d xDrive მეოთხე სერიის საშუალო ზომის ავტომობილი, რომელიც კუპეს, კაბრიოლეტის, ან გრან კუპეს ფორმითაა ხელმისაწვდომი.
5 520i, 523i, 528i, 530i, 535i, 518d, 520d, 525d, 530d საშუალო ზომის 4-კარიანი მოდელი – სედანი ან გრან-ტურიზმო.
6

640i, 650i, 640d

საშუალო ზომის 2-კარიანი მოდელი. 2-კარიანი კუპე, 4-კარიანი გრან კუპე ან ALPINA Gran Coupe.
7 730d, 740d, 750i xDrive, 750Li xDrive, 760i, 760Li სრული ზომის 4-კარიანი მოდელი. სედანი ან AlPINA სედანი.
8 840Ci, 850i, 850Ci, 850CSi, 860i მერვე სერიის მდიდრული გრან ტურერი კუპე ან კაბრიოლეტი მაღალი ტექნიკური მონაცემებით და მაღალი ფასით.

როცა სახელი ასოებით იწყება:

ასოები “M”, “X”, “Z” და “I” სახელის დასაწყისში სერიას გამოხატავს. M სერია სპორტულ მოდელებს ნიშნავს. X – კროსოვერ/სუვების სეგმენტს.

ბრენდი

ასოები

რიცხვები ავტომობილის ტიპები
Alpina B 3 (GT3) B3-GT3 მესამე სერიის 335i-ს შეზღუდული გამოშვების ვერსიაა, რომელზეც Alpina-მ იმუშავა.
B 7 B7 745i-ს უფრო მაღალი ტექნიკური მონაცემების მქონე ვერსიაა. მეშვიდე სერია, რომელზეც Alpina-მ იმუშავა.
BMW M 3 M3 სერია BMW-ს მესამე სერიის სპორტული, მაღალი ტექნიკური მონაცემების მქონე ვერსიაა. ადრე კუპეს სედანისა და კაბრიოლეტის სახით იყო ხელმისაწვდომი, ახლა M3 მხოლოდ სედანია.
M 4 M4 მეოთხე სერიის კომპაქტური მდიდრული ავტომობილის მაღალი ტექნიკური მონაცემების მქონე ვერსიაა. ის სპორტული კუპეს ფორმითაა ხელმისაწვდომი.
M 5 M5 მეხუთე სერიის საშუალო ზომის მდიდრული ავტომობილის სპორტული ვერსიაა, რომელიც სედანის ფორმით გამოდის.
M 6 M6 მეექვსე სერიის მდიდრული სპორტული ავტომობილის მაღალი ტექნიკური მონაცემების მქონდე ვერისაა, რომელიც კუპეს, კაბრიოლეტისა და გრან კუპეს ფორმით გამოდის.
X 1 X1 სუბკომპაქტური, სპორტული კროსოვერს სუვია.
X 2 X2 სუბკომპაქტური მდიდრული სუვია.
X 3 X3 კომპაქტური კროსოვერ სუვია.
X 4 X4 პირველ საფეხურზე მდგომი კროსოვერ სუვია.
X 5 X5 საშუალი ზომის კროსოვერ სუვია.
X 6 X6 მდიდრული, სპორტული სუვი, რომელიც კუპეს ფორმითაა ხელმისაწვდომი.
X 7 X7 ყველაზე დიდი ზომის მდიდრული სუვია.
Z 1, 3, 4, 8, 9 Z4 უკანაწამყვანი სპორტული ავტომობილია, რომელიც 2-ადგილიანი როდსტერია.
i 3 i3 ქალაქის ელექტრო ავტომობილი, 5-კარიანი ჰეჩბექია.
i 8 i8 ფლაგ ინ ჰიბრიდული, სპორტული გრანდ ტურერია.

ზოგიერთ BMW-ს სახელის ბოლოს შემდეგი ასოები აქვს: “i”, “d”, “x”, “L”. ეს ასოები მოდელების შესახებ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის:

კოდი მნიშვნელობა
1 “C” ძველ მოდელებში კუპეს ნიშნავს, ახლებში -კაბრიოლეტს.
2 “GT” გრან-ტურიზმო
3 “d” ავტომობილი დიზელის ძრავით
4 “e” (eta) მოდელი, რომელიც ეკონომიაზეა ორიენტირებული და არა ძალაზე.
5 “h” ჰიდროგენზე მომუშავე.
6 “i” ინჟექტორული საწვავის შეფრქვევიანი ძრავა.
7 “Ci” კუპე/კაბროლეტი ინჟექტორული საწვავის შეფრქვევით.
8 “Cd” უპე დიზელის ძრავით.
9 “Ci” 2-კარიანი კაბრიოლეტი ინჟექტორული საწვავის შეფრქვევის სისტემით.
10 “iT” “T” ნიშნავს ტურინგს, “I” – ინჟექტორული საწვავის შეფრქვევიან ძრავას.
11 “t” ჰეჩბექი
12 “L” თვლების გრძელი ბაზა
13 “M” არსებული მოდელის სპორტული ვერსია, მაგალითად. X5 M, X6 M.
14 “s” ნიშნავს სპორტულს. ან სალონია განახლებული, ან ძრავა გაძლიერებული.
15 “sDrive” უკანაწამყვანი ავტომობილი
16 “T” ტურინგი (უნივერსალი)
17 “td” ტურბოდიზელის ძრავა
18 “x” / xDrive ოთხივეწამყვანი

სხვა კონფიგურაციებია:

მოდელი პირველი ციფრი ბოლო ორი ციფრი ბოლო ასოები
შასის ტიპი/ სერია ძრავის მოცულობა დამატებითი ინფორმაცია
320i 3 20 i

მესამე სერია

ძრავის მოცულობა = 20 X 100 = 2000 კუბატურა ან 2.0-ლიტრიანი ინჟექტორული საწვავის შეფრქვევა
520d 5 20 d
მეხუთე სერია ძრავის მოცულობა = 20 X 100 = 2000 კუბატურა ან 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავა
330xi 3 30 xi
მესამე სერია ძრავის მოცულობა = 30 X 100 = 3000 კუბატურა ან 3.0-ლიტრიანი ოთხივეწამყვანი და ინჟექტორული საწვავის შეფრქვევა
760Li 7 60 Li
მეშვიდე სერია ძრავის მოცულობა = 60 X 100 = 6000 კუბატურა ან 6.0-ლიტრიანი თვლების გრძელი ბაზა და ინჟექტორული საწვავის შეფრქვევა
Z4sDrive23i Z4 sDrive 23 i
უკანა წამყვანი Z4 ძრავის მოცულობა = 23 X 100 = 2300 კუბატურა ან 2.3-ლიტრიანი იჟექტორული საწვავის შეფრქვევა
524td 5 24 td
  მეხუთე სერია ძრავის მოცულობა = 24 X 100 = 2400 კუბატურა ან 2.4-ლიტრიანი ტურბოდიზელი
316g 3 16 g
  მესამე სერია ძრავის მოცულობა = 16 X 100 = 1600 კუბატურა ან 1.6-ლიტრიანი შეკუმშული ან თხევადი ბუნებრივი აირი
318is 3 18 is
  მესამე სერია

ძრავის მოცულობა = 19 X 100 = 1900 კუბატურა ან 1.9-ლიტრიანი

ინექტორული საწვავის შეფრქვევიანი სპორტული ავტომობილი

323Ti 3 23 Ti
  მესამე სერია

ძრავის მოცულობა = 23 X 100 = 2300 კუბატურა ან 2.3-ლიტრიანი

Turismo Internazionale
645Ci 6 45 Ci
 

მეექვსე სერია

ძრავის მოცულობა = 45 X 100 = 4500 კუბატურა ან 4.5-ლიტრიანი

კუპე/კაბრიოლეტი ინჟექტორული საწვავის შეფრქვევის სისტემით

შენიშვნა: ეს სახელები ზოგადი მაგალითებია და, რა თქმა უნდა, რამდენიმე გამონაკლისი არსებობს. 2007 წლის BMW 328i და 2007 წლის BMW 335i ორივე მესამე სერიის ავტომობილია. 328I-ს 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავა აქვს, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი ავტომატური. 335I-ს 3.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავაა, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

335i-ს ძრავა 3.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვაა. 35 3.0-ლიტრიანის ტურბოდაბერვის ვერსიას უნდა ნიშნავდეს. ამავე კონტექსტში ნიშნავს ეს იმას, რომ 2.0-ლიტრიანი ძრავა 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს? ეს მხოლოდ BMW-მ იცის.

გაზიარება: