Aa Aa
22 თებერვალი 2022  |  09:37

Mercedes-Benz-ის მოდელების სახელების განმარტება

როდისმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რის მიხედვით არქმევს Mercedes-ი თავის ავტომობილებს სახელებს? მაგალითად, Mercedes-Benz CLA, Mercedes-Benz GLA, Mercedes-Benz GLE და სხვა. ზოგიერთმა მოდელმა წლების განმავლობაში, განვითარებასთან ერთად, სახელი შეიცვალა. მაგალითად, Mercedes-Benz ML-ი Mercedes-Benz GLE გახდა, Mercedes-Benz GL-ი კი - Mercedes-Benz GLS-ი.

Mercedes-ის ლოგო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ემბლემაა. მისი მოდელებიც ძალიან პოპულარულია და ალბათ ბევრისთვის გარჩევა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, მათთვის ვინც ძველი მოდელების სახელებსაა შეჩვეული ან ავტოსამყაროში ახალია, ეს ასოები შესაძლოა დამაბნეველი აღმოჩნდეს. ამ სტატიაში ჩვენ შეგახსენებთ, რის მიხედვით არქმევს გერმანული ავტომწარმოებელი თავის მოდელებს სახელებს.

Mercedes-Benz-ის ძირითადი მოდელები

Mercedes-Benz-ს 5 ძირითადი მოდელი ჰყავს, რომლებიც მოდელების ნომენკლატურაში ყოველთვისაა. ეს ხუთი ძირითადი მოდელია: A, B, C, E, და S. Mercedes-ი მოდელის დასახელებაში ყოველთვის ჯერ ამ ასოებს იყენებს, შემდეგ კი სხვებს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა იმ დამატებით ასოებსაც აქვს. მაგალითად,  Mercedes-Benz CLS და Mercedes-Benz CLA-ს სახელში CL აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოდელი 4-კარიანი კუპეა. თავისთავად, ამ წარწერას, მხოლოდ 4-კარიან კუპეებზე იხილავთ.

Mercedes-Benz CLS

ასევე, Mercedes-Benz SL-სა და Mercedes-Benz SLC-ს სახელში SL აქვს. SL როდსტერის ნიშანია. როგორც წესი SL მოდელები 2-კარიანია და ხისტი გადასახსნელი სახურავი აქვს. SLK როდსტერს დღეს უკვე Mercedes-Benz SLC ჰქვია.

Mercedes-Benz SL

Mercedes-ის ბევრი მოდელის სახელწოდებაში GL-ს შეხვდებით. მაგალითად: Mercedes-Benz GLS, Mercedes-Benz GLE, Mercedes-Benz GLC, და Mercedes-Benz GLA. GL პრეფიქსი კომპანიის პოპულარული სუვის Mercedes-Benz G-Class Suv-ის ხელწერაა. Mercedes-ის ნებისმიერი მოდელი, რომელსაც სახელში GL აქვს, უკვე სუვია. ყველა ის ძველი სუვი, რომელსაც ამ ბრენდის მოყვარულები კარგად იცნობდნენ, ახლა ბაზარზე შეცვლილი სახელითაა წარმოდგენილი. მაგალითად, Mercedes-Benz ML, Mercedes-Benz GL და Mercedes-Benz GLK. Mercedes-Benz ML-ი ახლა Mercedes-Benz GLE-ია, Mercedes-Benz GL-ს ახლა Mercedes-Benz GLS, ხოლო Mercedes-Benz GLK ახლა Mercedes-Benz GLC-ია.

Mercedes-Benz GLS

ელექტრიფიკაციის ეპოქაში Mercedes-ის ახალი, ელექტრო ავტომობილების სახელწოდება EQ პრეფიქსით იწყება. მაგალითად, ახალი მდიდრული ელექტრო სედანის სახელია EQS. როგორ ამბობენ G-Class-ის ახალ ელექტრო ვერსია EQG-საც მალე ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში კონცეპტი უკვე მზადაა. 

Mercedes-Benz EQG კონცეპტი

შეჯამებისთვის:

  • ხუთი ძირითადი მოდელი – A, B, C, E და S;
  • GL პრეფიქსისუვები, მაგალითად, Mercedes-Benz GLS, Mercedes-Benz GLE, Mercedes-Benz GLC და Mercedes-Benz GLA;
  • CL პრეფიქსი – 4-კარიანი კუპეები. მაგალითად, Mercedes-Benz CLA და Mercedes-Benz CLS;
  • SL პრეფიქსიროდსტერები. მაგალითად, Mercedes-Benz SLC and Mercedes-Benz SL.
  • EQ პრეფიქსი - სრულიად ელექტრო. მაგალითად, Mercedes-Benz EQS და Mercedes-Benz EGQ.

გაზიარება: