Aa Aa
2 მაისი 2022  |  14:50

Porsche და Audi ფორმულა 1-ში გამოჩნდებიან

ხმებს Volkswagen-ის გენერალური დირექტორი ადასტურებს.

ჩვენ არაერთი სტატია შემოგთავაზეთ იმის თაობაზე, რომ Volkswagen Group-ი ფორმულა 1-ში გამოჩენას აპირებდა. თუმცა, კონკრეტული არაფერი იყო ცნობილი. ახლა კი ეს ხმები დასტურდება.

Volkswagen-ის გენერალურმა დირექტორმა ჰერბერტ დისმა განაცხადა, რომ Audi-მ და Porsche-მ ფორმულა 1-ში მონაწილეობა გადაწყვიტეს. მისი თქმით, Porsche-ს გეგმები უფრო „კონკრეტულია“.

Volkswagen Group-ის წევრები ფორმულა 1-ში 2026 წლიდან გამოჩნდებიან. სავარაუდოდ, Porsche Red Bull-ის პარტნიორი გახდება. სამუშაოები კი მილტონ-კეინსის ბაზაზე ჩატარდება.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ხმები, რომ Audi McLaren-ის გუნდის შეძენით იყო დაინტერესებული. ბოლო ცნობებით კი Aston Martin-ით დაინტერესდა.

გაზიარება: