Aa Aa
9 მაისი 2022  |  11:20

AC Cobra-ს ასლი - BMW Z3-ზე დაფუძნებული კლასიკა

მეორადი ავტომობილის ბაზარზე რომ საინტერესო ამბები ხდება ახალი არ უნდა იყოს. კლასიკური ავტომობილების ბაზარზე კი, ამ მხრივ, უკეთესი მდგომარეობაა. გასული კვირებისა და თვეების წინ ჩვენ Ferrari 458-სა და Lamborghini Reventon-ის ასლებზე მოგიყევით. ახლა სურათზე ნაჩვენებ AC Cobra “Tribute Car-ზე” უნდა გესაუბროთ, რომელიც BMW Z3-ზე არის დაფუძნებული.




ამ მანქანის გასაყიდი განცხადება eBay-ზეა ატვირთული. ფასი 8 500$-ს შეადგენს და თუ ამ ავტომობილით საზოგადოებაში გამოჩენისას მიპყრობილ ყურადღებას გავითვალისწინებთ, მაშინ საკმაოდ იაფიც გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ BMW-ს ძარის შემჩნევა მარტივადაა შესაძლებელი ნამუშევარი კარგადაა შესრულებული და ლეგენდარულ მოდელს პატივს მიაგებს.

Classic Coachworks-ის მიერ შექმნილი AC Cobra Z3 საჩვენებელი ოთახისთვის ჯერ მზად არ არის. მანქანას შეღებვა სჭირდება, ხოლო ინტერიერს ჟამთა სვლა დაეტყო. კაპოტის ქვეშ BMW-ს 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავაა განთავსებული, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აგრეგატი მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ღერძზე ანაწილებს. ბევრია გარბენიც - ოდომეტრზე 178 000კმ-ია გამოსახული. განცხადებიდან ვიგებთ, ძალოვანი აგრეგატი კარგ მდგომარეობაშია.


სურათებიდან ჩანს, რომ ამ ავტომობილს საოცარი პოტენციალი აქვს. რამდენიმე დეტალის გამოსწორების შემდგომ AC Cobra Z3 ქუჩები ყველაზე გამორჩეული ავტომობილი იქნება. განსაკუთრებით მიმზიდველია მანქანის უკანა ნახევარი, რაც ნამდვილი AC Cobra-ს ფორმებს იდეალურად იმეორებს. თუმცა, კარების ადგილი მანქანის ფესვებს ნამდვილად ვერ მალავს.

შეიძენდით ამ ავტომობილს 8 500$-ად? როგორ გადააკეთებდით მას შეძენის შემდეგ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: