Aa Aa
16 მაისი 2022  |  14:31

2023 წლის Nissan Z-ი Supra-ზე გაცილებით ნაკლები ეღირება

2023 წლის Nissan Z-ის შეძენა ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი და მისი ფასი 39 990$-ით იქნება განსაზღვრული.

Z შტოს მემკვიდრეს დიდი ხანია ველით. ახალი მოდელი საკულტო დიზაინით, მეტი სიმძლავრითა და განახლებული ინტერიერით ვიხილეთ. ყველაზე ამაღელვებელი კი ისაა, რომ Z-ის შეძენა როგორც 9-სიჩქარიანი ავტომატური, ისე 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც არის შესაძლებელი. Z Sport-ის საწყისი ფასი კი 39 990$-ით არის განსაზღვრული, რაც საკმაოდ სარფიანად ჟღერს.


Z Coupe Sport-ზე მაღლა Z Performance მოდელი იდგება, რომლის შეძენაც 49 990$-დან იქნება შესაძლებელი. მსურველებს Nissan-ი ტრანსმისიის ორივე ვერსიას ამ მოდელშიც შესთავაზებს. Z Sport-ისგან განსხვავებით აქ მექანიკური თვითბლოკირებადი დიფერენციალი, გაუმჯობესებული სამუხრუჭე სისტემა, 19-იანი ნაწრთობი დისკები, „გაშვების“ კონტროლი, ალუმინის სატერფულები და დამატებითი ფრთები შეგხვდებათ. Performance პაკეტის შეძენისას მანქანას სარკეების გათბობაც, ტყავის საჭეც, 9-დუიმიანი მონიტორიც და Bose-ის 8-დინამიკიანი აუდიო სისტემაც ექნება.


Nissan-მა უფრო ექსკლუზიური ვერსიის შექმნა Z Proto Spec-ის სახელითაც დააანონსა. ამ მოდელის შეძენა 52 990$-ად იქნება შესაძლებელი და აშშ-თვის სულ 240 ეგზემპლარი გამოვა. ვერსია 19-იანი ბრინჯაოს ფერის Ray-ს დისკებით, ყვითელი სუპორტებითა და Ikazuchi-ის განსაკუთრებულ ფერში იქნება შეღებილი. ყვითელი აქცენტებით დამშვენდება სალონიც.

2023 წლის Nissan Z-ის პირდაპირი კონკურენტი Toyota GR Supra-ა. ამჟამად Supra 3.0-ის ფასი 52 915 $-დან იწყება. ამ თანხის ფონზე კი Nissan-ის შემოთავაზება ძალზედ სარფიანად ჟღერს.

ღირს თუ არა ახალი „სუპრას“ სანაცვლოდ 12 000$-ზე მეტის გადახდა? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: