Aa Aa
22 აპრილი 2020  |  17:37

საქართველოს ნაკრებს FIA Motorsport Games-ზე მონაწილეობის მისაღებად ლოდინი 2021 წლამდე მოუწევს

კორონავირუსის პანდემიის გამო FIA Motorsport Games, რომელიც 2020 წლის 23-25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 2021 წლის 22-24 ოქტომბრამდე გადაიდო. შეჯიბრის ადგილად კვლავ მარსელი რჩება, კონკრეტულად კი Circuit Paul Ricard-ი.

FiA-მ, SRO Motorsports Group-თან ერთად, ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად, შეჯიბრი ერთი წლით გადადო. წინა შეჯიბრება რომთან ახლოს Vallelunga-ზე გაიმართა.

ბევრი ჩემპიონატის ორგანიზატორებს კალენდრის თავიდან დაგეგმვა უწევთ. არავინ იცის, შეძლებენ თუ არა დაგეგმილ დღეს ღონისძიების ჩატარებას. ერთი წლით გადადებით, ეს პრობლემა თავიდან აიცილეს. ახლა სხვადასხვა ქვეყნის ავტოსპორტის ფედერაციას დრო ექნება იმისთვის, რომ ვირუსით გამოწვეულ ზარალზე კონცენტრირდეს და შემდეგი წლის შეჯიბრებისთვის მოემზადოს. მათ შორისაა, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაც. 

2019 წელს FIA Motorsport Games-ის ფარგლებში 31 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრის ჩათვლით ავტოსპორტის 6 სხვადასხვა კატეგორიაში ერთმანეთს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ავტომრბოლელები დაუპირსპირდნენ. მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრებიც იყვნენ. ნაკრებმა ექვსიდან სამ სახეობაში მიიღო მონაწილეობა: Digital CUP, Karting Slalom CUP და Drifting CUP.  Drifting CUP- ის სახეობაში ჩვენი ქვეყანა მევლუდ მელაძემ წარადგინა.

FIA-სა და SRO Motorsports Group-საც ჩემპიონატის ორგანიზებისთვის მეტი დრო ექნებათ. ისინი National Sporting Authorities-ის მაქსიმალურად დაეხმარებიან იმაში, რომ ქვეყნებმა გუნდების მობილიზება შეძლოს. FIA Motorsport Games ჩემპიონატს ახალი დისციპლინებიც დაემატება. მათ შორის, რალიც.

FIA-ს პრეზიდენტი
ჟან ტოდი:

- „სამწუხაროდ, Covid-19-ის გამო 2020 წლის Motorsport Games-ის შემდეგ წლამდე გადადება მოგვიწია. ეს გუნდებს და ჩვენს პარტნიორ SRO-ს ღონისძიებისთვის უკეთ მოსამზადებლად დროს მისცემს. ვულოცავ Circuit Paul Ricard-ს 50 წლის იუბილეს და კეთილი იყოს FIA Motorsport Games-ში მისი ჩართვა“.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე გასამგზავრებლად წელსაც ემზადებოდა. როგორც სხვა მონაწილეებს, ჩვენს ნაკრებსაც 2021 წლის შეჯიბრისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ექნება.

გაზიარება: