Aa Aa
2 ივნისი 2022  |  09:55

2023 წლის Integra Acura-სთვის ბოლო შიგაწვისძრავიანი ავტომობილი იქნება

ბოლოსთვის საუკეთესო შემოინახეს?

2023 წლის Acura Itegra ისტორიაში შევა, როგორც კომპანიის უკანასკნელი ბენზინისძრავიანი ავტომობილი. ყველაფერი, რაც მის შემდეგ გამოვა, შიგაწვის ძრავის გარეშე იქნება. ეს ავტომობილი Honda-ს პრემიუმ დივიზიისთვის გედის სიმღერაა. Acura-ს გაყიდვების ვიცეპრეზიდენტი ემილ კორკორი მიიჩნევს, რომ Civic-ძე დაფუძნებული Integra-ს მყიდველები „შემდეგი თაობისთვის მზად იქნებიან, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის“.

გეგმა ჰიბრიდების საფეხურის გამოტოვება და სრულ ელექტრიფიკაციაზე გადასვლაა. პირველი EV, რომელზეც იმუშავებენ 2024 წლის Honda Prologue იქნება.

კორკორის თქმით, ILX-ის ჩამნაცვლებელი ახალი Integra კლიენტებმა კარგად მიიღეს. წარმოებული მოდელების უმეტესობა A-spec პაკეტით იქნება. ეს ვერსია კლიენტებს $37,000-ზე ნაკლები და საბაზისო მოდელზე $5,000-ით ძვირი დაუჯდებათ.  

Acura-მ დაასკვნა, რომ ავტოენთუზიასტებს ყველაზე მეტად 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მოსწონთ. კონუსის სატერფული ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგარ ვერსიას დაუმატა. Integra Civic-ის პლატფორმაზეა. ამიტომ, ამ ავტომობილის განვითარებაზე დიდი ხარჯები არ გაუღიათ და, შესაბამისად, ფასიც ადეკვატური აქვს.

ემილ კოკრორის თქმით „ბრენდისთვის Integra მნიშვნელოვანი მოდელია და ის ორიგინალი ვერსიის ღირსეული შთამომავალია“.

გაზიარება: