Aa Aa
4 ივნისი 2022  |  13:33

ეს VW Golf MK1 GTI 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

რამდენი ხანია, რაც პირველი გამოშვების VW Golf GTI არ გინახავთ? რაც უფრო მეტი დრო გადის, ასეთი წლოვანების სპორტული ავტომობილების ხილვა უფრო მეტად გვახარებს. სურათზე ნაჩვენები Golf GTI კი უფრო მეტია, ვიდრე მცირე ზომის ჰეჩბეკი.

ეს GTI ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებზე გამოდის. გასულ თვეს ამ მოდელმა დიდი ყურადღება დაიმსახურა. მან RACE1000-ზე საკმაოდ მძლავრი სპორტული ავტომობილები დაჩაგრა და მაყურებლებში დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ის ღონისძიებაზე ყველაზე სწრაფი ავტომობილი არ გახლდათ, ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი იყო.



ამ Golf-ის შესახებ ცოტა დეტალებია ცნობილი, თუმცა ის ვიცით, რომ 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასეთი სიმძლავრის მიღებას მისი პატარა ზომის ძრავა ტურბინის დახმარებით ახერხებს. ასეთი პატარა და მსუბუქი ავტომობილისთვის 600 ცხენის ძალა საკმაოდ ბევრია. საშიშად ბევრიც კი, რადგან მისი კონტროლი რთულია. ეს მანქანა თანამედროვე Golf-ის DSG გადაცემათა კოლოფის ნაცვლად ძველი სკოლის მექანიკური ტრანსმისიით არის აღჭურვილი.

ზემოთ მიბმულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ეჯიბრება ეს პატარა GTI ნამდვილ მონსტრს - Lamborghini Aventador-ს. ამ უკანასკნელს უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს, რაც 4-ვე საბურავზე ნაწილდება. Golf-ის მძღოლისთვის სამწუხაროდ, მან ეს რბოლა წააგო. თუმცა, შთამბეჭდავი ის იყო, რომ ფინიშის ხაზთან პატარა GTI Aventador-ს მხოლოდ 7 კმ/სთ-ით ჩამორჩა.

რომელ ძველ ავტომობილს გადააკეთებდით მსგავსი ტიპის შეჯიბრებებისთვის? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: