Aa Aa
21 ივნისი 2022  |  09:53

ახალი ქარხნული Supra Vs. მოდიფიცირებული ძველი Supra

მას შემდეგ, რაც 2019 წელს მეხუთე თაობის Supra გამოვიდა, მას ლეგენდარულ Mk4-ს ხშირად ადარებდნენ. თუმცა, ამჯერად Top Gear-მა უფრო რეალისტური შედარების მოწყობა გადაწყვიტა. ვის ჰყავს დღეს ქარხნული Supra Mk4? მხოლოდ კოლექციონერებს. სწორედ ამიტომ, ახალ A90-თან შესადარებლად მოდიფიცირებული A80-ის შედარება გადაწყდა.

ტესტირებაში წარმოდგენილი Mk5 Supra 3.0-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით არის აღჭურვილი. ამ აგრეგატის მიერ გამომუშავებული 335 ცხენის ძალა და 500 ნიუტონ მეტრი უკანა ბორბლებს 8-სიჩქარიანი კოლოფის გავლით მიეწოდება. მანქანის სრული წონა კი 1495კგ-ს შეადგენს. Mk4-იც 3.0-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 520 ცხენის ძალასა და 640 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს ავტომობილი სიმძლავრეს 4-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით ანაწილებს. ამ მანქანის სრული წონა 1 585კგ-ია.

ეს ნიშნავს, რომ Supra-ს ლეგენდარულ მოდელს, რომელიც მოდიფიცრებულია, 185 ცხენის ძალითა და 140 ნიუტონ მეტრით მეტი ძალა აქვს. თუმცა, ის 90 კილოგრამით მძიმეცაა. Mk5-ს სიმსუბუქესთან ერთად თანამედროვე მექანიკური დეტალების უპირატესობაც აქვს. ის უახლესი ძალოვანი აგრეგატით, შასითა და დაკიდების სისტემით არის წარმოდგენილი. ბევრად სწრაფია მისი ტრანსმისიაც.

მაშინ, როდესაც ქარხნული მოდელების შედარება არც თუ ისე სამართლიანი იქნებოდა ძალზედ საინტერესო შედეგი აჩვენა მოდიფიცირებული A80-ის უახლეს A90-თან შედარებამ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ Mk4-ის დამატებითი სიმძლავრე ახალი Supra-ს დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. Mk5-მა თავის წინაპარს მთელი 10 წამით აჯობა.

ეს საკმაოდ საინტერესო შედარება გახლდათ. საავტომობილო საზოგადოებაში კლასიკური Supra-ს ირგვლივ უამრავი სტერეოტიპი არსებობს. მსგავსი ტესტები კი სწორედ ასეთი სტერეოტიპების დამსხვრევას ემსახურება.

გაზიარება: