Aa Aa
4 ივლისი 2022  |  09:44

Jaguar-ის V8-ძრავიანი ბოლო სპორტული ავტომობილი სპეციალური გამოშვების F-Type იქნება

ელექტრიფიკაციამდე Jaguar-ი რამდენიმე საინტერესო ავტომობილს შემოგვთავაზებს.

Jaguar-ი ამჟამად გარდაქმნის პროცესშია. კომპანია მომავალში სამ ელექტრო სუვს გამოუშვებს და უფრო მდიდრული ავტომობილების ბაზარზე გადაინაცვლებს. თუმცა, შიგაწვისძრავიან ავტომობილებზე ჯერ ბოლომდე უარი არ უთქვამს.

Autocar-თან ინტერვიუში Jaguar Land Rover-ის ხელმძღვანელმა ნიკ კოლინსმა თქვა, რომ, სანამ მხოლოდ ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადავა, რამდენიმე ავტომობილის სპეციალურ ვერსიას შემოგვთავაზებს. მათ შორის, F-Type-საც.

„თქვენ უკვე იხილეთ F-Pace SVR Edition 1988. მალე მეტ ასეთს გამოვუშვებთ. შემდეგ წელს Jaguar-ის 75 წლის იუბილეს ვიზეიმებთ და სპეციალურ F-Type-ს შემოგთავაზებთ. ეს იქნება ჩვენი ბოლო V8-ძრავიანი სპორტული ავტომობილი“.

სპეციალური გამოშვების F-Type-ზე კოლინსს დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეზღუდული რაოდენობით გამოვა და უნიკალური დეტალები ექნება. იქნება ეს F-Type Project 7, რომელიც შვიდი წლის წინ ვიხილეთ? ამას დრო გვიჩვენებს.

ამჟამად Jaguar F-Type-ის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა 444 ცხენის ძალასა და 580ნმ-ს გამოიმუშავებს. მათთვის, ვისაც უფრო ძლიერი ვერსია სურს, F-Type R არსებობს, რომელსაც 575 ცხენის ძალა და 699ნმ აქვს.

გაზიარება: