Aa Aa
25 ივლისი 2022  |  09:54

Porsche-ს ენა: კომპანიამ მოდელების კოდები განმარტა

ყველა ავტომწარმოებელს მოდელებისთვის სახელის დარქმევის თავისი სისტემა აქვს შემუშავებული. ჩვენ უკვე გესაუბრეთ იმაზე, თუ რის მიხედვით არქმევს BMW, Mercedes-ი და Audi თავის მოდელებს სახელებს. ახლა კი Porsche-მ განმარტა, თუ რატომ იყენებს ასოებისა და ციფრების კომბინაციას.

დანომვრის სისტემა, რომლის შედეგადაც 356, 911 და სხვა სახელები მივიღეთ, სათავეს 1931 წლიდან იღებს, როცა ფერდინანდ პორშემ გადაწყვიტა, რომ თავისი პროექტები გადაენომრა. პირველი ავტომობილი, რომელიც ამ სისტემას დაექვემდებარა ნომერი 7 იყო (გერმანული მწარმოებლის Wanderer-ის სედანი). Type 60 Vokswagen-ად იქცა.

1948 Porsche 356 Roadster No 1

1948 Porsche 356 Roadster No 1

1948 წლის ივნისში პორშე 356 ნომერზე ავიდა, რომელიც პირველი სპორტული ავტომობილი გახდა. Porsche-მ ეს სისტემა შეინარჩუნა და ასე მივედით 550 Spyder-ამდე.

პორშე Volskwagen-თან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოიაზრებდა, მაგრამ ერთ პრობლემას გადააწყდა. ამ ორი კომპანიის გადანომვრის სისტემა ერთმანეთს დაემთხვა. გამოსავალი 900-სერიიდან დაწყება იყო. ეს სერია VW-ს ჯერ არ ჰქონდა. ასე გაჩნდა 901, რომელიც შემდეგ 911-ად იქცა. Peugeot-ს სამნიშნა სახელებზე სავაჭრო მარკა ჰქონდა, რომლის შუაშიც 0 იყო. ამიტომ Porsche-მ 0 ერთიანით ჩაანაცვლა.  

2021 Porsche Panamera Turbo S

ასე შერჩა Porsche-ს 900-სერია, რომელშიც ახალი თაობების გამოსვლასთან ერთად რიცხვებს ცვლიდა ხოლმე: 964, 993, 996, 997, 991 და 992.

Porsche ამ რიცხვებს სიტყვებს და ასოებს უმატებს, მაგალითად Turbo, S ან GTS.  არ უნდა დაგვავიწყდეს RS და Targa ვერსიებიც. ზოგი სახელი დროთა განმავლობაში გააქრო კიდეც: Club Sport, SC და L, რომელიც "luxury" ვერსიისთვის გამოიყენებოდა.

გაზიარება: