Aa Aa
17 აგვისტო 2022  |  09:34

Mercedes-Benz 6.0 AMG Hammer Coupe დაუჯერებელი თანხის სანაცვლოდ გაიყიდა

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ Mercedes-Benz-ის ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ მოდელზე მოგიყევით. AMG-ს ადრეული ქმნილება Hammer Coupe-ს სახელით იყო გამოშვებული. ერთ-ერთი ასეთი ეგზემპლარი, რომელიც წუნდაუდებელ მდგომარეობაში იყო, აუქციონზე გავიდა. ამ აუქციონის შემდეგ კი ყველა გაკვირდებული დარჩა.

იქამდე, სანამ ამ ავტომობილის ფასზე ვისაუბრებთ, უშუალოდ მოდელის ისტორიას მოგიყვებით.



დიდი ხნით ადრე, სანამ AMG GT Black Series-ი Nurburgring-ზე ყველაზე სწრაფი საწარმოო ავტომობილის სტატუსს მოიპოვებდა AMG-ი Mercedes-ის დაქვემდებარებაში არ გახლდათ. ეს კომპანია დამოუკიდებელი „ტუნინგ“ ატელიე იყო და ისეთ გიჟურ მოდელებს ქმნიდა, როგორიც 6.0 Hammer Coupe-ა. AMG-ის სხვა „ტუნინგ“ კომპანიებისგან ბევრი რამ გამოარჩევდა. ხშირად, როდესაც ცნობილი ატელიეს მიერ მოდიფიცირებულ ავტომობილებს ვხედავთ, მათზე რამდენიმე დეტალია შეცვლილი. სიმძლავრის გასაზრდელად კი ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამებას იყენებენ. Hammer-ის შესაქმნელად AMG-მ ყველაფერი თავიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 3.0-ლიტრიანი ძრავის 5.5-ლიტრიანი V8-თი ჩანაცვლება იყო.



საფუძვლიანი მოდიფიცირება აგრეგატს იქამდე ჩაუტარდა, სანამ მას ძრავის განყოფილებაში განათავსებდნენ. შიდა დეტალების გაუმჯობესების შემდეგ მოცულობა 6 ლიტრამდე გაიზარდა. ზედა განლაგების ერთმაგი აირგამანაწილებელი ლილვი და ცილინდრზე ორი სარქველი ორმაგი აირგამანაწილებელი ლილვითა და ცილინდრზე ოთხი სარქვლით ჩანაცვლდა. შედეგად, ძრავა 385 ცხენის ძალასა და 564 ნმ-ს გამოიმუშავებდა.

ვიზუალური ცვლილებები იმდენად ორგანულად გამოიყურებოდა, რომ ავტომობილის სერიულ წარმოებაში ვერ დაეჭვდებოდით. ძრავის განყოფილებაც კი სუფთა და სადა იყო. ნატიფი ცვლილებებია ინტერიერშიც. ეს კონკრეტული ეგზემპლარი ნაცრისფერ ფერშია გადაწყვეტილი, ხოლო გაფორმება ხისაა.



მსოფლიოში AMG Hammer-ის 30 ეგზემპლარია შექმნილი. აშშ-ს ბაზრისთვის 13 ერთეული gamovida, ხოლო მათგან მხოლოდ 5 იყო კუპე. ეს ულამაზესი მოდელი კი სწორედ ამ 5-დან ერთ-ერთია. მის ოდომეტრზე 31 000 კმ-ია გამოსახული.

და მაინც, რამდენად გაიყიდა ეს ავტომობილი? ამ Hammer Coupe-სთვის აუქციონზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. საბოლოო შეთავაზება კი 761 800$ გახლდათ. დაუჯერებელია, არა?

შეიძენდით ამ ავტომობილს ამ ფასად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: