Aa Aa
18 აგვისტო 2022  |  10:21

ლეგენდების დუელი: E39 BMW M5 Vs. Nissan Skyline GT-R-ი

სპორტული ავტომობილების სეგმენტი 1998 წელს მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. ამ წელს ავტოსამყარომ E39 BMW M5 და Nissan Skyline GT-R R34 გაიცნო. ეს ორი მანქანა რადიკალურად განსხვავებული სტილისაა და რადიკალურად განსხვავებულ კულტურაში დაიბადნენ. თუმცა, დღეს ისინი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ამას Godzilla-ს კოლოსალური ღირებულებაც მოწმობს. E39 M5-ის ფასი კი უბრალოდ მზარდია. 

ფურცელზე გერმანული სუპერსედანი Skyline-ს უდავოდ სჯობს. Nissan-ის ტურბინიანი I6 ძრავა 280 ცხენის ძალასა და 392 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. BMW-ს ატმოსფერული V8-ს სიმძლავრე კი 400 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს შეადგენს.

მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, Skyline GT-R-ი თავის ძალას ოთხივე საბურავზე ანაწილებს. ეს სტარტზე მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მის კონკურენტს კი ასფალტზე 400 ცხენის ძალის დატანა მხოლოდ უკანა საბურავებით უწევს. გარდა ამისა, Skyline-ის შანსებს წონაც ზრდის. M5 GT-R-ზე 235კგ-ით მძიმეა.

დაბალი წონა და სრულად ამძრავი სისტემა „დრაგზე“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Skyline-ს ტურბო დაყოვნება აქვს. სწორედ ეს გარემოებები, საკულტო ფონთან ერთად, ამ რბოლას ძალზედ საინტერესოს ხდის. გაინტერესებთ ვინ მოიგო ეს დაპირისპირება? ნახეთ ზემოთ ზემოთ მიბმული ვიდეო.

გაზიარება: