Aa Aa
28 აგვისტო 2022  |  11:39

მოპედების დაჯგუფებამ ლონდონში Bugatti Chiron-ი ჩაქუჩებით დააზიანა

რამდენიმე მილიონიანი ჰიპერავტომობილით საქალაქო დასახლებაში გადაადგილება დიდ ყურადღებას იპყრობს. ამ Bugatti Chiron-ის ლონდონელი მფლობელისთვის კი ეს ყურადღება ყველაზე ცუდი ფორმით გამოიხატა. მოპედის მძღოლმა ძვირადღირებული მანქანა მას ჩაქუჩით დაუზიანა.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში Bugatti-ის ხილვით უამრავი ადამიანია მოხიბლული, ზოგს მისი მფლობელის სიმდიდრის შეშურდა. ამიტომაც მან მანქანის დაზიანება გადაწყვიტა. ეს ფაქტი კი ადგილზე მყოფებმა თავიანთი ტელეფონებით ჩაიწერეს. კადრები Instagram-ის პლატფორმაზე განათავსეს და ვირუსულად გავრცელდა.

მოპედის მძღოლმა, რომელიც ჩაფხუტით გადაადგილდებოდა, Bugatti-ს მეტალის ჩაქუჩი რამდენჯერმე დაარტყა. საინტერესო ისაა, რომ ეს ადამიანი მარტო არ იყო. მეორე მოპედი მასთან ახლოს იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაჯგუფების განზრახვები უცნობია, აშკარაა, რომ მათ გვერდითა მინის ჩამსხვრევა სურდათ. ეს შესაძლოა მფლობელის გასაძარცვად სჭირდებოდათ. საბედნიეროდ, შუშა საკმაოდ ძლიერი გამოდგა, დაზიანდა, მაგრამ არ ჩამსხვრეულა. დამნაშავეს სალონში მანიპულირების საშუალება არ მიეცა.

მძღოლის ქცევა ყველაზე ბუნებრივი იყო. მან Chiron-ის აქსელერატორის სატერფულ ფეხი დააჭირა და ადგილს გაერიდა. მოპედებს კი 1 479-ცხენისძალიანი ავტომობილის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონიათ. მათ თავიანთი ტრანსპორტების მართვა ისე გააგრძელეს, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ ასეთი ტიპის ხულიგნობები ლონდონში საკმაოდაა გახშირებული. ეს ძვირადღირებული ავტომობილის მფლობელებს დიდ საფრთხეს უქმნის. ამ ვიდეოს ქვეშ ერთ-ერთმა პოპულარულმა იუთუბერმა კომენტარებში ასეთი რამ დაწერა - „აბა სცადეთ ასეთი რაღაცის ამერიკაში გაკეთება“. ამ კომენტარით მან აშშ-ს მოსახლეობაში იარაღის ქონის მაღალ მაჩვენებელზე მიანიშნა.

ამ საქმეს ბრიტანეთში პოლიცია გამოიძიებს. Bugatti კი თავის სადაზღვევოში ამ ვიდეოს წარადგენს. დაზიანებული ნაწილების შეცვლა კი საკმაოდ ძვირი დაჯდება.

როგორ გიქრობთ, არის თუ არა ამერიკის მაგალითი დანაშაულის პრევენციისთვის უკეთესი გზა? უნდა ჰქონდეთ თუ არა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობასაც იარაღის ფლობისა და საკუთრების დაცვის უფლება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: