Aa Aa
28 აგვისტო 2022  |  10:43

The Grand Tour-ის ახალი სერია მალე გამოვა!

ახალი სერია 16 სექტემბერს გამოვა.

გასულ წელს Carnage A Trois ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, The Grand Tour-ის ტრიო ბრუნდება! ამჯერად ისინი ნორვეგიას ესტუმრნენ. ეს სპეციალური ეპიზოდი Amazon Prime-ზე 16 სექტემბერს გავა. ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი ავტომობილებს და საკუთარ თავებს ექსტრემალურად ცივ პირობებში გამოცდიან.

 

ამ სერიას A Scandi Flick-ი ჰქვია. ეს სახელი მართვის ტექნიკის გამო დაარქვეს. გადაცემის მთავარი თემა რალი იქნება. ჯეიმს მეი Mitsubishi Evo VIII-ს საჭესთან იჯდება, რიჩარდ ჰამონდი - Subaru Impreza WRX-ის, ჯერემი კლარკსონი კი Audi RS4 B7-ის.

გადაცემის ანონსში ჩანს მისაბმელები, გიგანტური ქანჩები, ბევრი ცეცხლი და სრული სიგიჟე ჩვენი საყვარელი წამყვანების სტილში. ამ ვიდეოში ჯეიმს მეის ავარიამდე მომენტიც უნდა იყოს. როგორც ცნობილი გახდა, ჯეიმს მეი 120კმ/სთ სიჩქარეზე თავისი Evo-თი, ამ სერიის გადაღებისას, ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ჯეიმსმა ნეკნი მოიტეხა და ზურგისა და კისრის ტკივილები აწუხებდა. გადაღებები ჰამონდმა და კლარკსონმა გააგრძელეს, თუმცა, საბედნიეროდ, მეიმ დაბრუნება მალევე შეძლო.

ამ ეპიზოდს მეის Mitsubishi ვერ გადაურჩება. როგორც ვიდეოში ჩანს, მისი ყვითელი 4-კარიანი ავტომობილი გაყინულ ტბაში იძირება. ერთ-ერთ კადრში კი ვხედავთ, როგორ იწვის კლარკსონის Audi. 

სრული ეპიზოდის სანახავად დიდხანს ლოდინი აღარ მოგვიწევს. პრემიერამდე 3 კვირაა დარჩენილი და ჩვენც ახალი სერიის გამოსვლას მოუთმენლად ველით.

გაზიარება: