Aa Aa
6 დეკემბერი 2022  |  10:59

ეს ახალი Tesla Model 3-ია?

ამაზე არამხოლოდ შეფუთვა მიუთითებს, არამედ მწარმოებლის სანომრე ნიშნებიც.

ბოლო დროს, ვრცელდებოდა ხმები, რომ Tesla პროექტ Highland-ის სახელით Model 3-ს გაუმჯობესებულ ვერსიას გვიმზადებდა. ახლა კი ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტოები გვაქვს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გაუმჯობესებული Model 3-ის პროტოტიპს ვხედავთ. ავტომობილის წინა და უკანა ნაწილები შეფუთულია. ასევე მას მწარმოებლის სანომრე ნიშნებიც აქვს.

Twitter-ის მომხმარებელმა ეს პროტოტიპი სანტა კრუზის, კალიფორნიის ერთ-ერთ სადგომზე ნახა და ვიდეო გადაუღო. ამ შეფუთვის მიუხედავად, რამდენიმე ცვლილება მაინც შესამჩნევია. მაგალითად ჩანს, რომ მაშუქს ზედა კუთხეში კამერა აქვს, რომელიც ახლანდელ მოდელს არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრმა წერტილების ალბათობა შემცირდება და ასევე ავტონომური მართვისას ავტომობილის „მხედველობა“ გაუმჯობესდება.

რადგან წინა ნაწილი დაფარულია, ბამპერის ახალ დიზაინსაც უნდა ველოდოთ. არაა გამორიცხული, კაპოტის ახალი სტილიც. უკანა ნაწილი უფრო მეტად დაფარულია. ვხედავთ ამრეკლებს. დაფარულია მაშუქები. შესაძლოა, Tesla უკანა მაშუქების დიზაინის შეცვლას არ აპირებს, ან ამ პროტოტიპს ისინი საერთოდ არ აქვს.

Twitter-ზე ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ ეს პროტოტიპი არ არის. არის ეს მართლაც ახალი Model 3-ი, თუ ვიღაც თავის ავტომობილს განსაკუთრებულად უფრთხილდება? მწარმოებლის სანომრე ნიშნები იმაზე მიუთითებს, რომ პოსტის ავტორი არ უნდა ცდებოდეს.

გაზიარება: