Aa Aa
7 იანვარი 2023  |  12:16

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ავტომობილების განბაჟებით?

2022 წელს საქართველოში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა, მზარდია ბიუჯეტში ავტომობილების განბაჟებისას გადახდილი აქციზის გადასახადის მოცულობაც.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში, ავტომობილების აქციზით დაბეგვრიდან ბიუჯეტში 202.4 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა, რაც 20%-ით (34.1 მლნ ლარი) მეტია 2021 წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით და აღემატება 2021 წელს 12 თვეში მიღებულ შემოსავალსაც (185.3 მლნ ლარი).

საქართველომ 11 თვეში 1.39 მლრდ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შეიძინა, ზრდა 66%-ია. ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ მკვეთრ ზრდაში ასევე ასახულია მსუბუქ ავტომობილებზე მკვეთრად მომატებული ფასებიც. რეექსპორტზე კი, ამავე პერიოდში 762.8 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა, 82%-ით მეტი, ვიდრე შარშან. ავტომობილების ნაწილი კი, ქვეყნის ავტოპარკს შეემატა.

ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზრები კი ასე გამოიყურება:

1. აზერბაიჯანი - 270.2 მლნ დოლარი;
2. უკრაინა - 118.7 მლნ დოლარი;
3. სომხეთი - 112.5 მლნ დოლარი;
4. ყაზახეთი - 73.2 მლნ დოლარი;
5. რუსეთი - 65.2 მლნ დოლარი;
6. ყირგიზეთი - 51.8 მლნ დოლარი;
7. ბელგია - 23.7 მლნ დოლარი;
8. ტაჯიკეთი - 13.1 მლნ დოლარი;
9. საამიროები - 9.8 მლნ დოლარი;
10. ბელარუსი - 5.8 მლნ დოლარი.

წყარო: BM.ge

გაზიარება: